არჩევანი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ  ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა გარდაიცვალა, როგორც ამბობენ სინთეტიკური  ნარკოტიკების მოხმარების გამო. ტრაგედიამ მსჯელობის საგნად აქცია თბილისში არსებული ღამის კლუბების რეპუტაცია და ყოფნა-არყოფნა, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის სადაო საკითხები, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა და  იმ ადამიანების მორალურ მხარესაც გადაწვდა, რომლებიც ალკოჰოლს ან მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარენ და  გასართობად ღამის კლუბებში…

წელიწადში წაკითხული 196 წიგნი

196 წიგნის წაკითხვა ერთ წელიწადში  ბრიტანელი ჟურნალისტის, ანა მორგანის განხორციელებული პროექტია. იდეა, გაცნობოდა თითო თანამედროვე მწერლის ნაწარმოებს 196 ქვეყნიდან, ანას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გაუჩნდა, სადაც ზუსტად 196 დამოუკიდებელი ქვეყანა მონაწილეობდა. პროექტის შესახებ ბლოგი შექმნა, სადაც ლიტერატურის მოყვარულის ვნებებს, ინგლისურად თარგმნილი სხვადასხვაენოვანი ლიტერატურის სიმწირისა და წაკითხული წიგნების ამბებს ყვება. 

90-იანების საუკეთესო ალბომები

კოტე ჩემი მეგობარია, მეგობარიც და პერსონალური დიჯეიც. რამდენი  ტრეკი გამოუგზავნია ჩემთვის და რამდენი საღამო გადაურჩენია კარგი მუსიკით, მაგრამ ერთ დღეს მე და კოტეს შორის კაილი მინოუგი ჩადგა.  ცუდი არაფერი თქვა, არ გაბედოო – გამაფრთხილა და წარბიც აწია და მეგობრებს გადახედა, რომლებიც თამამად დაეთანხმნენ.  

„დროა, დავფიქრდე ჩემს მოვალეობაზე…“

… ჰოდა, ერთ დღეს დამსვა და მკაცრად მითხრა: ელო, გამოსავალი არსებობს! მანამდე კი, ეს საკუთარ თავს უთხრა არაერთხელ, არაერთგვაროვნად, მაგრამ ყველაზე მაგრად მაინც ლექსით გამოუვიდა და მეც, სწორედ, ეს ლექსი წავიკითხე მისი ახალი კრებულის პრეზენტაციაზე. რომ ეკითხებიან, აბა, თქვი, როგორი იყო, კარგი გამოვიდაო? – ჩემი მეგობრები კიბეზე იყვნენ შემომსხდრები და ყველა თავის „უბედურებაზე“ კითხულობდაო, პასუხობს. 

ჩემი, ჩვენი გრძელი და ნათელი დღეები…

… მე 90-იანელი ვარ. შენც, შენც, შენც, შენც და შენც. თუ პურის რიგში არ მდგარხარ და კერასინკის ჭვარტლით არ გაშავებულხარ, რაა მამული?! ჩემი, ჩვენი მამულის 90-იანებმა რომ უშრეტი, ამოუწურავი თემა დაუტოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ჩვემთვის უკვე ეჭვგარეშეა. თუმცა, საიდან დაინახავ და საიდან დაანახებ ამ ყველაფერს, ამაშია საქმე.