Lady Heroine ალბომს უშვებს

29 ნოემბერს კლუბ Riffer-ში (ყოფილი როკ კლუბი)  Lady Heroine-ს პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომი, რომელსაც “Rise and Shine” ქვია,  პრეზენტაციაზე მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა ბილეთის შეძენისას. ალბომში 11 სიმღერაა შესული.  Lady Heroine  კოტე კალანდაძის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2008 წელს ჩამოაყალიბა და 2009 წლამდე სოლო პროექტს წარმოადგენდა. 

ოფიცრის დღიურები რეზო ღლონტისგან

დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკულ ლეიბლზე,  – „Time Released Sound” რეზო ღლონტის ალბომი, ”The Diary of The Second Officer” გამოვიდა. ეს  მისი მეორე ალბომია “Street Risen Wire”-ის შემდეგ, რომელიც 2 წლის წინ, პოლონურმა ლეიბლმა გამოუშვა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ფოტო და მუსიკალურ პროექტებში  ჩართული,  ოკეანეებში მოგზაური ბათუმელი მუსიკოსი, რომელიც  და ქართული ურბანული გარემოსა და იაპონური კინემატოგრაფიის…