The BearFox – Bright Days

The BearFox-ის ახალი, რიგით მეოთხე სიმღერა ნათელ დღეებზე, რომლებიც ცხოვრებას აზრს სძენს. The BearFox კეთილი დათვის და მელიას პროექტია, რომელიც  ირაკლი მანჩხაშვილსა  (ბეთხო) და მერაბ ნუცუბიძეს (მებო) აერთიანებს.

ბარაკ ობამას პირველი ვიზიტი აფრიკაში

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხოლოდ 26 წლის ასაკში ეწვია პირველად კენიას, ქვეყანას რომელიც ფაქტობრივად მისი სამშობლოა. სწორედ კენიიდანაა წარმოშობით მისი მამა, რომელიც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად მშობლიურ მიწას დაუბრუნდა. წლების შემდეგ ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსტეტების კურსდამთავრებული და წარმატებული სენატორი ბარაკ ობამა მემუარებში “Dreams from My Father” თავის პირველ აფრიკულ ვოიაჟს, მის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტს უწოდებს.

პარიზის ქუჩის მოდა: გრძელი კაბები

გასულ კვირაში მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულის სიახლეებთან ერთად, წამყვანი მოდის ჟურნალები პარიზის ქუჩის მოდას გვთავაზობენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გრძელ, ქალურ, დახვეწილ კაბებზე შევაჩერებთ.

ტყავის ქურთუკი – დომინანტი საგაზაფხულო სამოსი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ცხადი გახდა რომ ცხელი ამინდების დადგომამდე თბილისის ქუჩებში მოსიარულეების სტილში დომინანტი ტყავის ქურთუკია.ასევე აქტუალურია დახეული ჯინსის შარვალი და კლასიკად ქცეული ბენსიმონები.

ლუი ვუტონის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღეს ტრადიციულად ლუი ვუტონის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელის მიმართაც მოდის სამყაროში განსაკუთრებული მოლოდინი არსებობდა. ბრენდს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, შესაბამისად, ინტერესის საგანს წარმოადგენდა, როგორ ჩაანცვლებდა ნიკოლა გეკიერი მარკ ჯაკობს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში დატოვა მოდის სახლი.

მუსლიმი ქართველების ქორწილი სამტრედიაში

გულო კოხოძის ფოტოისტორია სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების ქორწილს ასახავს, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ქრისტიანი ქართველების ქორწილებისგან. მესხების საქორწილო სუფრას მამაკაცები ემსახურებიან, სტუმრები არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, პატარძალი მთელი ცერემონიალის დროს თავდახრილია და ეკრძალება სტუმრებისთვის თვალის გასწორება. თუმცა საყოველთაო მხიარულობაში ებმევა და ცეკვავს კიდევ. ცეკვის დროს სტუმრები პატარძალს ოქროს ნივთებს ჩუქნიან.

10 კორპორაცია, რომელიც აჩენს არჩევანის ილუზიას

მარკეტში შესვლისას მომხმარებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს, არჩევანს საკუთარი სიმპატიით და ნებით აკეთებს. რეალურად პროდუქცია, რომელიც ჩვენი ნდობით სარგებლობს რამდენიმე მსხვილი კორპორაციის შვილობილი კომპანიებისა და წლების განმავლობაში სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანიების შედეგია. ამის დასტურია გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც სოციალურ ქსელ reddit-ზე ერთ-ერთმა  იუზერმა გამოაქვეყნა, სახელწოდებით “არჩევანის ილუზია” ( The Illusion of Choice).