პუტინი გასწავლის სამშობლოს სიყვარულს

სოჭში, ოლიმპიადის მსვლელობის პარალელურად ჯგუფი “PUSSY RIOT” შეეცადა ჩაეტარებინა პერფორმანსი სახელწოდებით “პუტინი გასწავლის სამშობლოს სიყვარულს”. პერფორმანსის დაწყებისთანავე ჯგუფის წევრებს თავს დაესხა მათრახებით და ხელკეტებით შეიარაღებული ე.წ. “კაზაკთა პატრული”, რომლებმაც ჩაშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პერფორმერებს.