იდეალური სხეულის ძიება საკუთარ კანქვეშ

ინგლისელმა ფოტოგრაფმა, მიშელ სენკმა ფოტოპროექტში “ჩემს კანში” დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 25 წლამდე ასაკის ის ახალგაზრდები გადაიღო, რომლებიც თავიანთი გარეგნობით უკმაყოფილოები არიან და პლასტიკური ქირურგიის, დიეტისა და სხვა ხელოვნურ გზებს იყენებენ იმისათვის, რომ “თავიანთ კანში” უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი.