პატარა ლეგოგრაფის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

ინლისელმა ფოტოგრაფმა ენდრიუ ვაითმა ფოტოპროექტ “The Legographer”-ის მთავარ მთავარ მოქმედიად პერსონაჟად  “LEGO”- ს სათამაშო ფოტოგრაფი კაცუნა გამოიყენა. ფოტოების გადაღების პროცესი მარტივია:  ენდრიუს ჯიბით დააქვს ორი ნივთი, რომლითაც 365 დღიან ფოტოპროექტს ახორციელებს.

ნავსაყუდელი

“ნავსაყუდელი” ფოტოგრაფ მაკა გოგალაძის პროექტია, რომელიც პირად სივრცეებში არსებულ სახასიათო ნივთებზეა აქცენტირებული. “ყველას გვაქვს მისწრაფება, შემოვიღობოთ პატარა ნაწილი დედამიწაზე და ამ ნაწილზე სხვადასხვა ნივთებით ჩვენი სამყარო ავაგოთ. ნივთების ეს უნიკალური ერთობლიობა ინახავს და აგრძელებს ჩვენს სიცოცხლეს. 

პრივატული ფოტოგრაფია

წარმოშობით გერმანელი, ბრაზილიაში დაბადებული და ლოს ანჯელესში მცხოვრები ფოტოგრაფი, მონა კუნი, რომლის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის სხეულსა და მის სილამაზეზეა გაკეთებული, ფოტოწიგნს უშვებს, რომელსაც “პირადი” ერქმევა. წიგნის სახელწოდება ყველაზე კარგად ასახავს ფოტოგრაფის მუშაობის სტილს, რომელიც არასოდეს არ იყენებს გადასაღებად პროფესიონალ მოდელებს. ყველა, ვინც მის ობიექტივში ხვდება ახლო მეგობარი თუ არა, კარგი ნაცნობი მაინც არის. 

თანასწორი სიყვარული

ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა  ბრენდონ სამერმა  6 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა ფოტოპროექტისთვის, რომლის მიზანი ერთსქესიანი წყვილების გადაღება იყო. “მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, სიყვარული ყველგან თანაბარია” – ესაა მთავარი გზავნილი პროექტის, რომლისთვისაც გადაღებები პარიზში, ინდოეთში, ლიბანში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა. 

მე – საქართველო

“მე – საქართველო” ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გრძელვადიანი პროექტია, რომელიც შავ-თეთრ ფოტოებს აერთიანებს. “საქართველო არის ჩემი ყველაზე საყვარელი „თემა“ და არა იმიტომ რომ აქ დავიბადე ან გავიზარდე,  უბრალოდ იმიტომ, რომ ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემთვის… ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროექტი, რომლითაც მინდოდა მეჩვენებინა ის საქართველო რომელიც ჩემშია