ფემინისტური ანბანი

“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ინიციატივით 8 მარტისთვის დოკუმენტური ფილმი – “ფემინისტური ანბანი” მომზადდა. ფილმი მწერალ თამთა მელაშვილის იდეის მიხედვით სალომე საღარაძემ გადაიღო. მასში მონაწილე სხვადასხვა  პროფესიის წარმატებული ქალები ანბანური წესით დაწყობილი სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ყველა ინტერპრეტაცია სათავეს ქართული რეალობიდან იღებს და გენდერულად თუ სოციალურად მტკივნეულ თემებს ეხება. 

რიო დე ჟანეიროს თავბრუდამხვევი კარნავალი

მარტის დასაწყისში ბრაზილიაში ყველაზე ნათელი, ლამაზი, ემოციური და თავბრუდამხვევი დღესასწაულის, კარნავალის დრო დადგა, რომელსაც ბრაზილიელები მთელი წელი ელოდებიან და სპეციალურად ემზადებიან ამ დღეებისთვის. კარნავალი წელს 1 მარტს გაიხსნა და ტრადიციულად 6 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში მილიონობით ტურისტი სტუმრობს ბრაზილიას.  ყველაზე სანახაობრივი კი რიო დე ჟაინეროსა და სან პაულუში გამართული კარნავალებია, სადაც სამბას ყველაზე ცნობილი სკოლების წარმომადგენლები…

მარტის სტილი ახალციხიდან

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება მოკლე, ფრიალა კაბები, ჯინსის ქურთუკები, “ბალეტკები”, ფერადი სვიტრები და პერანგები. მარტის დასაწყისში ადრეული გაზაფხულის მოდა ახალციხის ქუჩებიდან გულიკო კოხოძემ მოგვაწოდა. 

სხეულის ხელოვნება

ადამიანს ყოველთვის სიამოვნებს, ყურადღების ცენტრში ყოფნა ან მისით აღფრთოვანებული სახეების დანახვა. ამის მიღწევა გაცილებით ადვილია როდესაც განსხვავებული ხარ  ან რაიმე განსხვავებულ ნიშანს ატარებ. მაგალითად სხეულის ან მისი ნაწილის ცვლილება, ტატუს ან პირსინგის გაკეთება, განსხვავებული მაკიაჟით სიარული ან სხეულის მოხატვა  ადვილად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

The Mins

Mins ინგლისური სიტყვის, minutes-ის (წუთები) შემოკლებული ვერსიაა, The Mins კი  ქართული ჯგუფია, 3 წლიანი ისტორიით და ოთხი განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე წევრით, რომლებიც საერთო მუსიკალურ პროდუქციას ქმნიან Alternative/New Progressive Rock-ის ჟანრში. ბიჭები ამბობენ რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც სიმღერის მელოდიური, ასევე შინაარსობრივი მხარე, რომელიც ხშირად ეხმაურება საზოგადოებისთვის პრობლემატურ თემებს.

საქორწილო კაბა H&M-სგან

H&M-მ, რომელიც ცნობილია თავისი ხელმისაწვდომი ფასებისა და მიმზიდველი დიზიანის მქონე ყოველდღიური ნივთებით, გადაწყვიტა სეგმენტი გაიფართოვოს და პირველი საქორწილო კაბა შექმნა, რომლის ფასიც მხოლოდ 59,99 ევრო იქნება. კაბის ყიდვა მარტიდან უკვე შესაძლებელია შვედი მომხმარებლებისთვის. აკადემიური, დახვეწილი, ძველელინურ სტილში შეკერილი თეთრი კაბა მალე სხვა ქვეყნის პატარძლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. 

575 000 დოლარად გაყიდული კოცნა

მაიამიში გამართულ აუქიონზე ქუჩის არტისტის, ბენქსის ცნობილი ნახატი – “პოლიციელების კოცნა” 575 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.  მიუხედავად იმისა, რომ თანხა სოლიდურია, ეს არ არის ყველაზე ძვირი, რაც ბენქსის ნახატებში გადაუხდიათ. გასული წლის ივნისში  1,1 მილიონად გაიყიდა “მონის შრომა.”