116 წლის მისაო ოკავა – დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ბინადარი

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, იაპონელი მისაო ოკავა 5 მარტს 116 წლის ხდება. მისაო “ტელეგრაფთან” საუბრისას ამხელს ხანგრძლივი ცხოვრების მისეულ საიდუმლოს:  ჯანმრთელი კვება (მისი დღიური რაციონი ძირითადად სუშისგან შედგება) და დღეში 8 საათიანი ძილი, – ესაა ის, რასაც ყველას ურჩევს. “ისწავლეთ რელაქსაცია და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.”

არჩევანი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ  ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა გარდაიცვალა, როგორც ამბობენ სინთეტიკური  ნარკოტიკების მოხმარების გამო. ტრაგედიამ მსჯელობის საგნად აქცია თბილისში არსებული ღამის კლუბების რეპუტაცია და ყოფნა-არყოფნა, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის სადაო საკითხები, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა და  იმ ადამიანების მორალურ მხარესაც გადაწვდა, რომლებიც ალკოჰოლს ან მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარენ და  გასართობად ღამის კლუბებში…

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი

“…ისინი ვერ ხედავენ, მაგრამ შესანიშნავად გრძნობენ. მათი ცხოვრება, თავისებურად ფერადი და შეძლებისდაგვარად, მრავალფეროვანია. რაც მთავარია, მათ უყვართ სიცოცხლე და ამით ტკბებიან.” – წარწერა უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონის შესასვლელში შეგხვდებათ. ამ პანსიონის ამბებს ეკა ელოშვილის ფოტოისტორია ყვება. 

სამშობიარომდე გასავლელი 45 მილი -35 გრადუს ყინვაში

თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალებიც და მედიცინის მუშაკებიც გამუდმებით იმაზე ზრუნავენ, როგორ გახადონ მშობიარობის პროცესი ნაკლებად მტკივნეული და უსაფრთხო, როგორ  დაიცვან მშობელიცა და ნაყოფით მოსალოდნელი გართულებებისაგან, ჯერ კიდევ არსებობს რეგიონები, რომლის ბინადრებსაც საოცარ ძალისხმევად უჯდებათ სამედიცინო პუნქტში მშობიარობა. მაგალითად ჩრდილოეთ ინდოეთის სოფელ ლადახში მცხოვრებლებისთვის ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენა უახლოეს ჰოსპიტალამდე ფეხით გასავლელ 45 მილს გულისხმობს, რომელიც…

ერთწლიანი მარათონი კიბოს დასაძლევად ავსტრალიის გარშემო

64 წლის ჟანეტ მიურეი-ვაკელინიმ და მისმა  68 წლის მეუღლემ,  ალან მიურეიმ 2013 წელს მათი ასაკისთვის საკმაოდ გაბედული და რთული მისია აიღეს საკუთარ თავზე. წყვილმა კიბოს საწინააღმდეგო მარათონი წამოიწყო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიის გარშემო შემოვლას გულისხმობდა. მარათონი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით მოეწყო და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას გულისხმობდა როგორც აქტიური სპორტული ცხოვრობით, ასევე ჯანსაღი კვებით. 

იდეალური არავინაა – სოლიდარობა შშმ პირებს

ციურიხში, ბანჰოფშტრასეზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელიც ევროპაში ყველაზე ძვირ სავაჭრო ობიექტებს აერთიანებს და მსოფლიოში მესამე ადგილია ექსკლუზიური ბრენდების წარმომადგენლობის მხრივ,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ უჩვეულო სოლიდარობისა და თანადგომის აქცია გაიმართა.

პლასტიკური ქირურგიის შედეგები

2011 წლის მონაცემებით, მხოლოდ ამ წელს  მსოფლიოში გაკეთებული პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა 15 მილიონი შეადგინა. ყველაზე მეტი ოპერაცია ამერიკის შტატებში კეთდება, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გაკეთებული ოპერაციების რაოდენობით ლიდერია სამხრეთ კორეა, სადაც ქალების 20%-ს ერთხელ მაინც მიუმართავს ქირურგისთვის.  შემდეგ ადგილებს საბერძნეთი და იტალია იკავებენ.