ადამიანები თავშესაფრიდან

სოფო მაისურაძის ფოტოისტორია  მოსკოვის გამზირზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფრიდან განსხვავებული ისტორიების და ერთნაირი რეალობის მქონე ადამიანების ამბებს ყვება, ადამიანებისას, რომლებსაც მიუხედავად მძიმე რეალობისა, აქვთ ოცნებები და უკეთესი მომავლის იმედი.  “ზოგი თავად წამოვიდა სახლიდან, ზოგმა დაკარგა ოჯახი, ზოგს ბინა გაუყიდა შვილმა, ზოგის სიძემ კი გადაწყვიტა, რომ მოხუცს ვერ იტანს

მუსლიმი ქართველების ქორწილი სამტრედიაში

გულო კოხოძის ფოტოისტორია სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების ქორწილს ასახავს, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ქრისტიანი ქართველების ქორწილებისგან. მესხების საქორწილო სუფრას მამაკაცები ემსახურებიან, სტუმრები არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, პატარძალი მთელი ცერემონიალის დროს თავდახრილია და ეკრძალება სტუმრებისთვის თვალის გასწორება. თუმცა საყოველთაო მხიარულობაში ებმევა და ცეკვავს კიდევ. ცეკვის დროს სტუმრები პატარძალს ოქროს ნივთებს ჩუქნიან.

10 კორპორაცია, რომელიც აჩენს არჩევანის ილუზიას

მარკეტში შესვლისას მომხმარებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს, არჩევანს საკუთარი სიმპატიით და ნებით აკეთებს. რეალურად პროდუქცია, რომელიც ჩვენი ნდობით სარგებლობს რამდენიმე მსხვილი კორპორაციის შვილობილი კომპანიებისა და წლების განმავლობაში სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანიების შედეგია. ამის დასტურია გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც სოციალურ ქსელ reddit-ზე ერთ-ერთმა  იუზერმა გამოაქვეყნა, სახელწოდებით “არჩევანის ილუზია” ( The Illusion of Choice).

ფემინისტური ანბანი

“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ინიციატივით 8 მარტისთვის დოკუმენტური ფილმი – “ფემინისტური ანბანი” მომზადდა. ფილმი მწერალ თამთა მელაშვილის იდეის მიხედვით სალომე საღარაძემ გადაიღო. მასში მონაწილე სხვადასხვა  პროფესიის წარმატებული ქალები ანბანური წესით დაწყობილი სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ყველა ინტერპრეტაცია სათავეს ქართული რეალობიდან იღებს და გენდერულად თუ სოციალურად მტკივნეულ თემებს ეხება. 

გადაარჩინე გუდიაშვილის ბაღი

3 მარტს გუდიაშვილის პარკში “თბილისის ჰამქარის” ორგანიზებით აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელიც გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებულ პრობლემებზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად. 

116 წლის მისაო ოკავა – დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ბინადარი

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, იაპონელი მისაო ოკავა 5 მარტს 116 წლის ხდება. მისაო “ტელეგრაფთან” საუბრისას ამხელს ხანგრძლივი ცხოვრების მისეულ საიდუმლოს:  ჯანმრთელი კვება (მისი დღიური რაციონი ძირითადად სუშისგან შედგება) და დღეში 8 საათიანი ძილი, – ესაა ის, რასაც ყველას ურჩევს. “ისწავლეთ რელაქსაცია და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.”

გუდიაშვილის მოედანი ისევ გადასარჩენია

გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად აქციები ახლდება. 2 მარტს, 4 საათზე თბილისის ჰამქარისა და მოქალაქეების ორგანიზებით კვლავ გაიმართება აქცია, რომელიც მოედნის პორბლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდება. აქციაზე დაუკრავენ ქართველი მუსიკოსები: – ჯგუფები Riffer და Lady Heorine, ასევე ბაკურ ბურდული, მებო და Nika J.