აქცია–სპექტაკლი დანგრეულ შენობაში

ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასი აქცია-სპექტაკლის ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც თეატრისთვის შენობის დაბრუნებაა. აქცია სპექტაკლი თეატრის ყოფილ შენობაში გაიმართება, რომელიც აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაციის შემდეგ წარმოდგენებისთვის გამოუყენებლად იქცა. 

ილიაუნის თეატრი მინსკის თეატრალური ფესტივალის მონაწილეა

ილიაუნის თეატრი მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.  მინსკის საერთაშორისო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი „თეატრალური კუფარა (თეატრალური ზარდახშა)“  22-29 სექტემბერს გაიმართება.