მოწესრიგებული ხელოვნება

უწესრიგობა, არალოგიკური თანამიმდევრობა ან უბრალოდ სხეულის ნაწილების არასტანდარტული ზომები, ბევრი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებში გვხვდება. შვეიცარიელმა ხელოვანმა, ურსუს ველმა გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი “მოწესრიგებული ხელოვნება” (Tidying Up Art), სადაც “უწესრიგო” ხელოვნებას წესრიგს დაუქვემდებარებდა. ურსუს სურვილი შესაძლოა ადვილად ავხსნათ იმ ერის წესრიგისადმი სიყვარულით, რომელსაც ის მიეკუთვნება, მაგრამ მიზეზების ძებნაზე უფრო საინტერესო ის ნამუშევრებია, რომელიც ხელოვანმა შექმნა. 

სკულპტურების ფესტივალი ავსტრალიის სანაპიროზე

7-დან 24 მარტის ჩათვლით ავსტრალია საუკეთესო ადგილია ხელოვნებისა და მზიანი სანაპიროების მოყვარულთათვის, სადაც  სწორედ ამ დროს მეათედ ტარდება “სკულპტურები ზღვასთან” გამოფენა, რომელშიც 70-ზე მეტი არტისტი იღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. გამოფენა კასტლოუს სანაპიროზე ტარდება ის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია ღია ცის ქვეშ. 

პირველი კოცნა უცნობ ადამიანს

16 საათის წინ Youtube-ზე აიტვირთა ვიდეო, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეო ერთგვარი ექსპერიმენტია 20 ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, პირველად ხვდებიან და კოცნიან. ვიდეო ერთდროულად გულისამაჩუყებელი, მხიარული და რომანტიულია, საინტერესოა მასში მონაწილე უცნობი წყვილების ემოციური ცვალებადობაც უხერხულობიდან კმაყოფილებამდე. იდეის ავტორი თათია ფლიევაა

575 000 დოლარად გაყიდული კოცნა

მაიამიში გამართულ აუქიონზე ქუჩის არტისტის, ბენქსის ცნობილი ნახატი – “პოლიციელების კოცნა” 575 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.  მიუხედავად იმისა, რომ თანხა სოლიდურია, ეს არ არის ყველაზე ძვირი, რაც ბენქსის ნახატებში გადაუხდიათ. გასული წლის ივნისში  1,1 მილიონად გაიყიდა “მონის შრომა.”

რუსი მომღერლები უკრაინის მხარდასაჭერად

რუსი მომღერლები, ზემფირა და ჯგუფ “Машина времени”-ს სოლისტი, ანდრეი მაკარევიჩი უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით უსამართლოდ და არასწორად იქცევა. 

პრივატული ფოტოგრაფია

წარმოშობით გერმანელი, ბრაზილიაში დაბადებული და ლოს ანჯელესში მცხოვრები ფოტოგრაფი, მონა კუნი, რომლის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის სხეულსა და მის სილამაზეზეა გაკეთებული, ფოტოწიგნს უშვებს, რომელსაც “პირადი” ერქმევა. წიგნის სახელწოდება ყველაზე კარგად ასახავს ფოტოგრაფის მუშაობის სტილს, რომელიც არასოდეს არ იყენებს გადასაღებად პროფესიონალ მოდელებს. ყველა, ვინც მის ობიექტივში ხვდება ახლო მეგობარი თუ არა, კარგი ნაცნობი მაინც არის. 

რა წიგნებია თსუ-ს თავისუფალ ბიბლიოთეკაში

18 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“. ბიბლიოთეკა – ღია ცის ქვეშ განთავსებული, წიგნებით სავსე, პატარა ყუთი – დაეფუძნა პრინციპს: „წაიღე და მოიტანე წიგნი“. ჩვენ დავინტერესდით, რა წიგნებია განთავსებული ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის.