წელიწადში წაკითხული 196 წიგნი

196 წიგნის წაკითხვა ერთ წელიწადში  ბრიტანელი ჟურნალისტის, ანა მორგანის განხორციელებული პროექტია. იდეა, გაცნობოდა თითო თანამედროვე მწერლის ნაწარმოებს 196 ქვეყნიდან, ანას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გაუჩნდა, სადაც ზუსტად 196 დამოუკიდებელი ქვეყანა მონაწილეობდა. პროექტის შესახებ ბლოგი შექმნა, სადაც ლიტერატურის მოყვარულის ვნებებს, ინგლისურად თარგმნილი სხვადასხვაენოვანი ლიტერატურის სიმწირისა და წაკითხული წიგნების ამბებს ყვება. 

წარმატებული ფესტივალი – Oasis

22-23 ივნისს მუსიკის მოყვარულების ცენტრალური ლოკაცია მცხეთის ყოფილი ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.

Tbilisi Open Air 2013

მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან იმართება ზაფხულის დასაწყისში და ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს აერთიანებს, წელს ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალში  ამჯერად ქართველი მუსიკოსებიდან მხოლოდ 2012 წლის Altervision Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული Kid Jesus მონაწილეობდა, რომელსაც  Black Strobe და ბრიტანული ბენდი The Subways მოყვა.