10 კორპორაცია, რომელიც აჩენს არჩევანის ილუზიას

მარკეტში შესვლისას მომხმარებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს, არჩევანს საკუთარი სიმპატიით და ნებით აკეთებს. რეალურად პროდუქცია, რომელიც ჩვენი ნდობით სარგებლობს რამდენიმე მსხვილი კორპორაციის შვილობილი კომპანიებისა და წლების განმავლობაში სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანიების შედეგია. ამის დასტურია გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც სოციალურ ქსელ reddit-ზე ერთ-ერთმა  იუზერმა გამოაქვეყნა, სახელწოდებით “არჩევანის ილუზია” ( The Illusion of Choice).

საქორწილო კაბა H&M-სგან

H&M-მ, რომელიც ცნობილია თავისი ხელმისაწვდომი ფასებისა და მიმზიდველი დიზიანის მქონე ყოველდღიური ნივთებით, გადაწყვიტა სეგმენტი გაიფართოვოს და პირველი საქორწილო კაბა შექმნა, რომლის ფასიც მხოლოდ 59,99 ევრო იქნება. კაბის ყიდვა მარტიდან უკვე შესაძლებელია შვედი მომხმარებლებისთვის. აკადემიური, დახვეწილი, ძველელინურ სტილში შეკერილი თეთრი კაბა მალე სხვა ქვეყნის პატარძლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.