მარტინ სკორსეზეს “ოცნებების ქუჩა” და Dolce & Gabbana-ს სუნამო

შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპი, რომელსაც უბრალოდ სარეკლამო რგოლს ვერ უწოდებ, “ოსკაროსანმა” და ამაზე ჯილდოს წლევანდელმა ნომინანტმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ Dolce & Gabbana-ს დაკვეთით გადაიღო. ” The One” და “The One for Men” იტალიური ბრენდის სუნამოების ხაზის ახალი პროდუქტია და გათვლილია შეყვარებული წყვილებისათვის, რაზეც კიდევ ერთი ხაზგასმაა სარეკლამო რგოლში მონაწილე შეყვარებული წყვილი.

სილამაზის სალონები ეთიოპიაში

ამერიკელმა ფოტოგრაგმა, ფრენკ დეიმ, რომელიც ძირითადად მოგზაურობითა და სხვადასხვა კულტურებში არსებული არტეფაქტების აღმოჩენით არის დაკავებული, აფრიკაში მოგზაურობისას შექმნა საინტერესო სერია სილამაზის სალონებზე განთავსებული სარეკლამო წარწერების, რომლებიც ძალიან განსხვავებულია იმ პოსტერებისა და ბილბორდებისგან, რომელსაც ჩვენი თვალია მიჩვეული.

62 წლის მოდელი თეთრეულის რეკლამაში

თეთრეულის მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა “American Apparel“-იმ, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია თავისი  პროვოკაციული მარკეტინგული სვლებით და რეზონანსული სარეკლამო კამპანიებით, ამჯერად პროდუქციის რეკლამირებისთვის 62 წლის მსახიობი, ჯეკ ო’შოგნესი მიიწვია. American Apparel-ის მიმდინარე სარეკლამო კამპანიის სლოგანია: – “სექსუალობას ვადა არ გადის”