პარიზის ქუჩის მოდა: გრძელი კაბები

გასულ კვირაში მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულის სიახლეებთან ერთად, წამყვანი მოდის ჟურნალები პარიზის ქუჩის მოდას გვთავაზობენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გრძელ, ქალურ, დახვეწილ კაბებზე შევაჩერებთ.

ტყავის ქურთუკი – დომინანტი საგაზაფხულო სამოსი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ცხადი გახდა რომ ცხელი ამინდების დადგომამდე თბილისის ქუჩებში მოსიარულეების სტილში დომინანტი ტყავის ქურთუკია.ასევე აქტუალურია დახეული ჯინსის შარვალი და კლასიკად ქცეული ბენსიმონები.

მარტის სტილი ახალციხიდან

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება მოკლე, ფრიალა კაბები, ჯინსის ქურთუკები, “ბალეტკები”, ფერადი სვიტრები და პერანგები. მარტის დასაწყისში ადრეული გაზაფხულის მოდა ახალციხის ქუჩებიდან გულიკო კოხოძემ მოგვაწოდა. 

ჟურნალ “ნარგისის” პრეზენტაცია

აზერბაიჯანში პოპულარული ჟურნალი, რომელიც ძირითადად მოდის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული, არეალს ზრდის და ქართულენოვანი ვერსიის გამოშვებას აპირებს. ჟურნალი ქართულ ენაზე მოგვიანებით, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გამოვა, თუმცა საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია. გაიმართა პომპეზური პრეზენტაციაც “ქარვასლის” საგამოფენო სივრცეში, რომელიც აზერბაიჯანელი დიზაინერის ალა ალიევას კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. მოგვიანებით პოდიუმზე სიმონ მაჩაბელის სპეციალურად “ნარგისის” პრეზენტაციისთვის შექმნილი ქართულ-აზერბაიჯანული კონცეფცია წარმოადგინა

თბილი ნაქსოვი ჟაკეტები

ზამთრის ბოლო დღეებში, როცა უკვე თბილი ამინდებია, შეიძლება თავს უფლება მისცე და თვეობით ნატარები ქურთუკებისა და პალტოების შემდეგ თბილ და ნაქსოვ ჟაკეტებზე გადახვიდე, რომლებიც ერთნაირი წარმატებით უხდება როგორც კაბებს, ისევე შარვლებს. ფერადი თუ ერთი ფერის, მოკლე თუ გრძელი, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე და ხასიათზეა დამოკიდებული. 

მკვეთრი ფერები ზამთრის მიწურულს

ზამთრის მიწურულს მეტ-ნაკლებად დამთბარი ამინდები და მოახლოებული გაზაფხული ადამაინების განწყობაზე როგორც წესი დადებითად ისახება. განწყობა თავის მხრივ ჩაცმულობას განაპირობებს და ამ დროს ხშირად შეხვდებით ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად ატარებენ ზამთრისა და გაზაფხულისთვის განკუთვნილ სამოსს. 

ფერადი და მოდური ზამთრის სტილი

თებერვალში, როცა ქუჩებში უკვე გაზაფხულის სუნი დგას, გამძაფრებულია სურვილი, ჩაიცვა რაღაც ისეთი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს თბილ ამინდებს. რა შეიძლება იყოს ასეთი, თუ არა ჩანთა და კაშნე ყვავილებით, კუბოკრული პერანგი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მზის სათვალე და ხარკი ზამთარს, თბილი, მაგრამ ფერადი ქურთუკი. Port ave – აგრძელებს თბილისის ქუჩებში მოსიარულე ფერადი და მოდური გოგონების გადაღებას.