პარიზის ქუჩის მოდა: გრძელი კაბები

გასულ კვირაში მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულის სიახლეებთან ერთად, წამყვანი მოდის ჟურნალები პარიზის ქუჩის მოდას გვთავაზობენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გრძელ, ქალურ, დახვეწილ კაბებზე შევაჩერებთ.

ტყავის ქურთუკი – დომინანტი საგაზაფხულო სამოსი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ცხადი გახდა რომ ცხელი ამინდების დადგომამდე თბილისის ქუჩებში მოსიარულეების სტილში დომინანტი ტყავის ქურთუკია.ასევე აქტუალურია დახეული ჯინსის შარვალი და კლასიკად ქცეული ბენსიმონები.

ლუი ვუტონის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღეს ტრადიციულად ლუი ვუტონის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელის მიმართაც მოდის სამყაროში განსაკუთრებული მოლოდინი არსებობდა. ბრენდს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, შესაბამისად, ინტერესის საგანს წარმოადგენდა, როგორ ჩაანცვლებდა ნიკოლა გეკიერი მარკ ჯაკობს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში დატოვა მოდის სახლი.

მარტის სტილი ახალციხიდან

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება მოკლე, ფრიალა კაბები, ჯინსის ქურთუკები, “ბალეტკები”, ფერადი სვიტრები და პერანგები. მარტის დასაწყისში ადრეული გაზაფხულის მოდა ახალციხის ქუჩებიდან გულიკო კოხოძემ მოგვაწოდა. 

სხეულის ხელოვნება

ადამიანს ყოველთვის სიამოვნებს, ყურადღების ცენტრში ყოფნა ან მისით აღფრთოვანებული სახეების დანახვა. ამის მიღწევა გაცილებით ადვილია როდესაც განსხვავებული ხარ  ან რაიმე განსხვავებულ ნიშანს ატარებ. მაგალითად სხეულის ან მისი ნაწილის ცვლილება, ტატუს ან პირსინგის გაკეთება, განსხვავებული მაკიაჟით სიარული ან სხეულის მოხატვა  ადვილად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

საქორწილო კაბა H&M-სგან

H&M-მ, რომელიც ცნობილია თავისი ხელმისაწვდომი ფასებისა და მიმზიდველი დიზიანის მქონე ყოველდღიური ნივთებით, გადაწყვიტა სეგმენტი გაიფართოვოს და პირველი საქორწილო კაბა შექმნა, რომლის ფასიც მხოლოდ 59,99 ევრო იქნება. კაბის ყიდვა მარტიდან უკვე შესაძლებელია შვედი მომხმარებლებისთვის. აკადემიური, დახვეწილი, ძველელინურ სტილში შეკერილი თეთრი კაბა მალე სხვა ქვეყნის პატარძლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. 

ჟურნალ “ნარგისის” პრეზენტაცია

აზერბაიჯანში პოპულარული ჟურნალი, რომელიც ძირითადად მოდის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული, არეალს ზრდის და ქართულენოვანი ვერსიის გამოშვებას აპირებს. ჟურნალი ქართულ ენაზე მოგვიანებით, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გამოვა, თუმცა საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია. გაიმართა პომპეზური პრეზენტაციაც “ქარვასლის” საგამოფენო სივრცეში, რომელიც აზერბაიჯანელი დიზაინერის ალა ალიევას კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. მოგვიანებით პოდიუმზე სიმონ მაჩაბელის სპეციალურად “ნარგისის” პრეზენტაციისთვის შექმნილი ქართულ-აზერბაიჯანული კონცეფცია წარმოადგინა