575 000 დოლარად გაყიდული კოცნა

მაიამიში გამართულ აუქიონზე ქუჩის არტისტის, ბენქსის ცნობილი ნახატი – “პოლიციელების კოცნა” 575 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.  მიუხედავად იმისა, რომ თანხა სოლიდურია, ეს არ არის ყველაზე ძვირი, რაც ბენქსის ნახატებში გადაუხდიათ. გასული წლის ივნისში  1,1 მილიონად გაიყიდა “მონის შრომა.”

პატარა ლეგოგრაფის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

ინლისელმა ფოტოგრაფმა ენდრიუ ვაითმა ფოტოპროექტ “The Legographer”-ის მთავარ მთავარ მოქმედიად პერსონაჟად  “LEGO”- ს სათამაშო ფოტოგრაფი კაცუნა გამოიყენა. ფოტოების გადაღების პროცესი მარტივია:  ენდრიუს ჯიბით დააქვს ორი ნივთი, რომლითაც 365 დღიან ფოტოპროექტს ახორციელებს.

ღია წერილები

თბილისში, საბჭოს მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული შენობის კედელზე ქაღალდზე წითელი მარკერით ნაწერი წერილებია გაკრული, რომელიც პოლიტიკოსებისა და მასმედიის საშუალებებისადმი მიმართვის ტექსტებს შეიცავს. საჯარო მიმართვების ანონიმი  ავტორი ერთგვარი რუპორია საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენებისა დემოკრატიასა და ცივილიზაციაზე. წერილებიდან აშკარაა მისი პოლიტიკური სიმპატიებიც. 

სირიელი არტისტის გრაფიტი მშვიდობისთვის

თამამ აზამი გამორჩეული სირიელი არტისტია, რომელმაც გადაწყვიტა თავისი თითოეული ნამუშევარი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნას. ძალადობა, ადამიანური ტრაგედიები, განადგურებული ქალაქები, ომი და სიკვდილი, ეს ის თემებია, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანი დატრიალებს. აზამი სირიის რეალობას ევროპული ხელოვნების ყველაზე ცნობილ არტ ნამუშევრებთან აზავებს და ასე იქმნება მასშტაბური და ეფექტური ქუჩის ინსტალაციები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. 

ფერწერა სარეკლამო პოსტერების ნაცვლად

ფრანგმა არტისტმა, ეთიენ ლავიმ თავის ურბანულ არტ პროექტში პარიზის ქუჩები სარეკლამო პოსტერებისა და ბილბორდებისგან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად ცნობილი ფერწერული ტილოები განათავსა. “ღმერთო ჩემო, ვინ ჩამოხსნა ჩემი რეკლამა” პარიზის სხვადასხვა საჯარო სივრცეს,  მეტროსადგურებს, პარკებსა და  ქუჩებს აერთიანებს. 

არტი 150 ფარული კამერით

ესპანელმა არტისტმა  SPY-მ, რომელიც ქუჩის არტის შექმნით არის დაკავებული და ძირითად სამიზნედ მასშტაბურ კედლებს ირჩევს, თავისი ბოლო ნამუშევარი ტოტალური კონტროლის თემაზე შექმნა. მადრიდის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე მან 150 ყალბი ფარული კამერა დაამონტაჟა დაკვირვების ობიექტების გარეშე.

არტ-ინსტალაცია “სუიციდი”

ქიტო ჩხაიძემ და შაკო ნიკვამ სუიციდის თემაზე არტ ინსტალაცია შექმნეს, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობის რამდენიმე ინციდენტითაა ინსპირირებული. პროექტის ფარგლებში თაბაშირის სკულპტურები თბილისის ცენტრალუს უბნებში ხეებზე ჩამოკიდეს. პროექტის შესახებ შექმნილ ვიდეო რგოლს თინათინ შურღაიას სპეციალურად “სუიციდისთვის” შექმნილი მუსიკა ადევს.