ადამიანები თავშესაფრიდან

სოფო მაისურაძის ფოტოისტორია  მოსკოვის გამზირზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფრიდან განსხვავებული ისტორიების და ერთნაირი რეალობის მქონე ადამიანების ამბებს ყვება, ადამიანებისას, რომლებსაც მიუხედავად მძიმე რეალობისა, აქვთ ოცნებები და უკეთესი მომავლის იმედი.  “ზოგი თავად წამოვიდა სახლიდან, ზოგმა დაკარგა ოჯახი, ზოგს ბინა გაუყიდა შვილმა, ზოგის სიძემ კი გადაწყვიტა, რომ მოხუცს ვერ იტანს

მუსლიმი ქართველების ქორწილი სამტრედიაში

გულო კოხოძის ფოტოისტორია სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების ქორწილს ასახავს, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ქრისტიანი ქართველების ქორწილებისგან. მესხების საქორწილო სუფრას მამაკაცები ემსახურებიან, სტუმრები არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, პატარძალი მთელი ცერემონიალის დროს თავდახრილია და ეკრძალება სტუმრებისთვის თვალის გასწორება. თუმცა საყოველთაო მხიარულობაში ებმევა და ცეკვავს კიდევ. ცეკვის დროს სტუმრები პატარძალს ოქროს ნივთებს ჩუქნიან.

ნავსაყუდელი

“ნავსაყუდელი” ფოტოგრაფ მაკა გოგალაძის პროექტია, რომელიც პირად სივრცეებში არსებულ სახასიათო ნივთებზეა აქცენტირებული. “ყველას გვაქვს მისწრაფება, შემოვიღობოთ პატარა ნაწილი დედამიწაზე და ამ ნაწილზე სხვადასხვა ნივთებით ჩვენი სამყარო ავაგოთ. ნივთების ეს უნიკალური ერთობლიობა ინახავს და აგრძელებს ჩვენს სიცოცხლეს. 

მე – საქართველო

“მე – საქართველო” ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გრძელვადიანი პროექტია, რომელიც შავ-თეთრ ფოტოებს აერთიანებს. “საქართველო არის ჩემი ყველაზე საყვარელი „თემა“ და არა იმიტომ რომ აქ დავიბადე ან გავიზარდე,  უბრალოდ იმიტომ, რომ ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემთვის… ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროექტი, რომლითაც მინდოდა მეჩვენებინა ის საქართველო რომელიც ჩემშია

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი

“…ისინი ვერ ხედავენ, მაგრამ შესანიშნავად გრძნობენ. მათი ცხოვრება, თავისებურად ფერადი და შეძლებისდაგვარად, მრავალფეროვანია. რაც მთავარია, მათ უყვართ სიცოცხლე და ამით ტკბებიან.” – წარწერა უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონის შესასვლელში შეგხვდებათ. ამ პანსიონის ამბებს ეკა ელოშვილის ფოტოისტორია ყვება. 

გორელოვკა – დუხაბორების დაცლილი სოფელი

ნინუცა კაკაბაძის ჯავახეთში, დუხაბორების სოფელ გორელოვკაში გადაღებული ფოტოები რუსეთიდან დევნილი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების  ქართულ ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ფერად სახლებსა და დაცლილ სივრცეებს ასახავს.

სტამბოლის ქუჩის კუთხეები

ქეთევან ჯანანაშვილის სტამბულის ქუჩებში გადაღებული ფოტოები ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი მეგაპოლისის  ძველი უბნების კუთხეების, ხმაურიანი, ქაოტურ ქუჩებზე გამართული სუვენირების და ძველმანების მაღაზიების, დახლების, პატარა კაფეების ამბებს ყვება,  რომლებიც ხანდახან ცარიელია და ამ სიცარიელით გამოხატავს სტამბოლის, როგორც ერთი დიდი ქალაქის ცალკეულ პატარ-პატარა განსაკუთრებულ სამყაროებს.