პირველი კოცნა უცნობ ადამიანს

16 საათის წინ Youtube-ზე აიტვირთა ვიდეო, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეო ერთგვარი ექსპერიმენტია 20 ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, პირველად ხვდებიან და კოცნიან. ვიდეო ერთდროულად გულისამაჩუყებელი, მხიარული და რომანტიულია, საინტერესოა მასში მონაწილე უცნობი წყვილების ემოციური ცვალებადობაც უხერხულობიდან კმაყოფილებამდე. იდეის ავტორი თათია ფლიევაა

როგორ შეიცვალა კიევი

გამოცემა esquire-მ სოციალურ ქსელ ინსტაგრამის უკრაინელი მომხმარებლების ფოტოებით შეეცადა ეჩვენებინა კიევის ყოველღიურობის ის ცვლილება, რაც აქციების დაწყებამდე და მას შემდეგ არის. 33 განსხვავებული მომხმარებლის მაგალითზე ცხადია, რომ ევრომაიდანი ყველას ერთნაირად ეხება. აქ ნახავთ სარკეში საკუთარი თავის ფოტოგრაფირებით გართულ გოგონებს, ბიჭებს სათხილამურო ტრასებიდან, მხიარულ სკოლის მოსწავლეებს – ყველა ეს კადრი ახლა ცეცხლითა და სისხლით არის შეცვლილი. 

7 პროფილი INSTAGRAM-ზე ვიზაჟის შესახებ

სოციალური ქსელ ინსტაგრამზე, სადაც მომხმარებელთა უმეტესობა ავტოპორტრეტების, საკვებისა და შინაური ცხოველების ფოტოების გავრცელებით არის დაკავებული, უფრო და უფრო მეტი საინტერესო თემატური პროფილი ჩნდება, სადაც პროფესიონალები თავიანთ ნამუშვრებსა და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. გთავაზობთ 7 პროფილს თავის მოვლის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ვიზაჟზე. 

Vine 1 წლის გახდა

სოციალური ქსელი  Vine დღეს თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად თვითერმა ვებ გვერდი შექმნა, რომელიც გასული წლის ერთგვარი შეჯამებაა – საიტი აერთიანებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს. 

ფილმი ინსტაგრამის ფოტოებით

თომას ჟულიენმა შექმნა მოკლე ფილმი, რომელიც ინსტაგრამის პოსტების ერთობლიობას წარმოადგენს. რეჟისორის სარკაზმი პირველივე წამებიდან თვალსშისაცემია. ფილმი იმის ილუსტრაციაა, რამდენად შაბლონურია ინსტაგრამ მომხმარებლების ხედვა და ინტერესები.

საპროტესტო გამოსვლები კიევში

კიევში, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერზე უარი თქვა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინაპირობა უნდა ყოფილიყო პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მიცემდა. 

ქართველი დიზაინერები INSTAGRAM-ზე

Instagram – ი პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ფოტოსა და ვიდეოს უზიარებენ. გთავაზობთ 5 ქართველი დიზაინერის instagram პროფილს, სადაც შეგიძლია მათი ნამუშევრებისთვის  და ყოველდღიურობისთვის თვალის დევნება.