Vine 1 წლის გახდა

სოციალური ქსელი  Vine დღეს თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად თვითერმა ვებ გვერდი შექმნა, რომელიც გასული წლის ერთგვარი შეჯამებაა – საიტი აერთიანებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს. 

ღამის გასათევი უფასოდ 70 000-ზე მეტ ქალაქში

წელიწადზე მეტი დედამიწის გარშემო, ყოველ ახალ ლოკაციაზე ახალი მასპინძელი, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ  დაგითმოს ღამის გასათევი ადგილი, ასობით ახალი ისტორია და ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად ეცნობი – იტალიელმა ფოტოგრაფმა გაბრიელა გალიმბერტმა, რომელსაც ეკუთვნის ფოტოისტორია ქალების საძინებლებზე, ხუთ კონტინენტზე ქაუჩსერფინგის საშუალებით იმოგზაურა. 

არტი, ბავშვები და მოდა თბილისის ქუჩებიდან

ის, რაც გარე სივრცეში ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ინაცვლებს ონლაინ სამყაროში.  უნივერსალური წესი უგამონაკლისოდ ყველა სფეროს ეხება. გთავაზობთ რეალური სამყაროს კიბერ ანარეკლებს, სადაც წარმოდგენილია ქუჩის არტი, თბილისის ქუჩებში მცხოვრები ბავშვები, სტილი, არქიტექტურა და მოდა. 

იქნებ დროა, გაიხსენო ძველი მეგობარი

“გვენატრები” – “იქნებ დროა, გაიხსენო ძველი მეგობარი” სამი გერმანელი ახალგაზრდა რეჟისორის  პროექტია, რომელიც ადამიანისა და ბუნების გაუცხოების თემაზეა შექმნილი და მიზნად ისახავს, ურბანულ ადამიანს გაუღვიძოს სურვილი, განაახლონ მეგობრული ურთიერთობა გარემოსთან. ” ჩვენ არ ვართ გარემოს დამცველები და არ ვზრუნავთ გარემოზე, ეს პროექტი არის გზა, რაიმე სასარგებლოს გაკეთებისკენ” – ამბობენ პროექტის ავტორები. 

რას ეძებს ქართველი ინტერნეტმომხმარებელი youtube-ზე?

Youtube-ს ოფიციალური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რას ეძებს ქართულენოვანი მოსახლეობა სოციალურ ქსელში, არ არსებობს, თუმცა თავად youtube google-ის საძიებო სისტემის მიხედვით მიხედვით ტოპ ათ სიტყვაშია, რომელსაც ქართველი ინტენეტმომხმარებელი ვებში ეძებს. 

5 ურბანული ინტერნეტპროექტი

ურბანული ყოფის ის ელემენტები, რომელიც ყოველდღიურობასა და რუტინაში უმეტესობის მიერ ძირითადად შეუმჩნეველი რჩება, ხშირად საინტერესო ასახვას პოულობს ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 5 ურბანულ პროექტს, რომელიც აერთიანებს ქალაქის ხმას, ქართულ ანბანს, იდიომებს თბილისის რუკაზე და ხალხს, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. 

რას ეძებენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები?

GOOGLE საშუალებას გაძლევს არა მხოლოდ შენთვის საინტერესო ინფორმაცია მოიპოვო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, არამედ გაიგო, რა ინფორმაციას ეძებენ ადამიანები სხვადასხვა ადგილიდან. საძიებო სისტემის მონაცემების მიხედვით ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად YOUTUBE-ს, FACEBOOK-ს, თავად GOOGLE_ს, ODNOKLASSNIKI-ს და ODNOKLASSNIKI.RU-ს ეძებენ, ასევე თამაშებს, ფილმებს ქართულად და MP3-ტრეკებს. წინა წელთან შედარებით მაძიებლებს ახალი თემა, – eBAY დაემატათ.