The BearFox – Bright Days

The BearFox-ის ახალი, რიგით მეოთხე სიმღერა ნათელ დღეებზე, რომლებიც ცხოვრებას აზრს სძენს. The BearFox კეთილი დათვის და მელიას პროექტია, რომელიც  ირაკლი მანჩხაშვილსა  (ბეთხო) და მერაბ ნუცუბიძეს (მებო) აერთიანებს.

The Mins

Mins ინგლისური სიტყვის, minutes-ის (წუთები) შემოკლებული ვერსიაა, The Mins კი  ქართული ჯგუფია, 3 წლიანი ისტორიით და ოთხი განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე წევრით, რომლებიც საერთო მუსიკალურ პროდუქციას ქმნიან Alternative/New Progressive Rock-ის ჟანრში. ბიჭები ამბობენ რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც სიმღერის მელოდიური, ასევე შინაარსობრივი მხარე, რომელიც ხშირად ეხმაურება საზოგადოებისთვის პრობლემატურ თემებს.

რუსი მომღერლები უკრაინის მხარდასაჭერად

რუსი მომღერლები, ზემფირა და ჯგუფ “Машина времени”-ს სოლისტი, ანდრეი მაკარევიჩი უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით უსამართლოდ და არასწორად იქცევა. 

პუტინი გასწავლის სამშობლოს სიყვარულს

სოჭში, ოლიმპიადის მსვლელობის პარალელურად ჯგუფი “PUSSY RIOT” შეეცადა ჩაეტარებინა პერფორმანსი სახელწოდებით “პუტინი გასწავლის სამშობლოს სიყვარულს”. პერფორმანსის დაწყებისთანავე ჯგუფის წევრებს თავს დაესხა მათრახებით და ხელკეტებით შეიარაღებული ე.წ. “კაზაკთა პატრული”, რომლებმაც ჩაშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პერფორმერებს. 

Svansikh – Disco Day

10 თებერვალს ქარტული ელექტრო პოპ-დუოს, სვანსიხის პირველი EP გამოვიდა, რომელიც 5 ტრეკს აერთიანებს. “Disco day”, ასე ქვია მინი ალბომს, რომელიც გერმანულმა ლეიბლმა, Kiez Beats-მა გამოსცა. ლეიბლი ძირითადად Indie Dance, Nu Disco,Tropical House-ის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებით ინტერესდება. 

ბლუზის უცნობი ლეგენდები მისისიპიდან

2009 წლამდე ამერიკელი ფოტოგრაფი ლუ ბოპი ძირითადად კოპრორატიული ფოტოგადაღებებით იყო დაკავებული. ფინანსურმა კრიზისმა უოლ სტრიტზე საქმიანობაზე უარის თქმა აიძულა. თუმცა ბლუზის მოყვარულს დიდხანს არ მოუწია ფიქრი თუ რა თემატიკაზე გაეგრძელებინა მუშაობა. ლუ მისისიპიში, კერძოდ კი კლარკსდეილში და მის შემოგარენში გაემართა, სადაც ბლუზის რამოდენიმე ცოცხალი ლეგენდა ეგულებოდა.

Ducktape – ქართული პოპ-პანკი

Ducktape ქართული პოპ-პანკ ჯგუფია, წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის ისტორიით და 4 წევრით, რომელთა  ასაკიც 15-21 წლამდე მერყეობს. ჯგუფი 2012 წელს  გივიკო გაბუნიამ, ლუკა გორგაძემ და მიშა ჭკადუამ ჩამოაყალიბეს, რომელთაც მალევე შეუერთდა გიორგი ხვიტია.  ჯგუფის წევრების თქმით მათი მუსიკა პანკის, პოპისა და სხვა ჟანრების ნაზავია, რომელიც ძირითადად თინეიჯერულ პრობლემებზე მოგვითხრობს.