25 უცნობი ფაქტი “ტიტანიკის” შესახებ

ჯეიმს ქემერონის 1997 წელს გადაღებული ფილმი “ტიტანიკი” დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფილმად. ის “ოსკარის” 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი, 11 “ოსკარის” მფლობელია. ფილმის გამოსვლიდან თითქმის 20 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. თუმცა მაინც არსებობს ფაქტები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია

12 ვარსკვლავი ერთად Vanity Fair-ის გარეკანზე

ჟურნალ Vanity Fair-მა, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ შავკანიანი მსახიობების უგულებელყოფაში, საიუბილეო გამოცემაში სრულად დაიცვა როგორც კანის ფერის, ასევე გენდერული ბალანსი და ფოტოსერიაში, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა, ანა ლეიბოვიცმა გადაიღო, მკითხველს 12 მსახიობი წარუდგინა. ჰოლივუდური გამოცემის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ნომრის გარეკანისთვის ფოტო ცნობილმა ფოტოგრაფმა ანა ლეიბოვიცმა გადაიღო.

როგორ იქმნებოდა დაუვიწყარი კინოკადრები

ხშირად ფილმის ყურებისას სცენა იმდენად რეალური და ბუნებრივია, ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ მის შემნაზე, მონტაჟზე, მსაიხიობების გრიმზე და სხვა უამრავ დეტალზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იზრუნა. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების მაღალ ეტაპზე მყოფ თანამედროვე საზოგადოებას, არც კი გვიკვირს, როგორ შეიძლება დაეჯახოს თვითმფრინავი მაღალსართულიან შენობას, ისე რომ არავინ და არაფერი დაშავდეს.

ქართული ფილმები 64-ე ბერლინალეზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წელს 64-ედ გაიმართა  საქართველო ორი ქართული ფილმით, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნებით” და თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლებით” იყო წარმოდგენილი. კინოფესტივალი გერმანიის დედაქალაქში 6-დან 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. წელს ” ოქროს დათვის” მფლობელი ჩინელი რეჟისორის, დიაო ინანის ფილმი, “შავი დათვი, თხელი ყინული” გახდა. 

როგორ იცვლებოდა ჯეიმს ბონდი და მისი პოსტერები

კინოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია, რომლის პირველი ნაწილი 1962 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, იან ფლემინგის რომანის მიხედვით იყო გადაღებული. M16-ის აგენტი ჯეიმს ბონდი, კოდური სახელწოდებით 007 უმალვე გახდა საკულტო გმირი. ჯეიმს ბონდის თავისებური სახე სხვადასხვა დროს ექვსმა მსახიობმა შექმნა, მათ შორის როჯერ მურმა ყველაზე მეტჯერ ითამაშა ეს როლი, ხოლო შონ კონერმა ყველაზე მეტად განსაზღვრა მისი სტილი…

“მებრძოლთა კლუბის” 20 შეუმჩნეველი ფაქტი

“მებრძოლთა კლუბი” 1999 წელს გადაიღო დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც ჩაკ პალანიკს ეკუთვნის. რომანი 1996 წელს გამოიცა პირველად და მალევე იქცა ბესტსელერად. “მებრძოლთა კლუბის” წაკითხვა ქართულადაც არის შესაძლებელი. 2012 წელს  რომანი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა. გთავაზობთ 20 ფაქტს, რომელიც როგორც წესი მაყურებელთათვის შეუმჩნეველი რჩება/

1927 და 2013 წლების ლონდონი ერთ ფილმში

ინგლისის ცხოვრება 86 წლის შუალედით ერთ ფილმად გააერთიანა საიმონ სმიტმა, რომელმაც 1927 წელს გადაღებული დოკუმენტური კადრებისა და თანამედროვე  რეალობის კომპილაცია შექმნა. საიმონის ინსპირაცია გასულ საუკუნეში მოღვაწე  რეჟისორის, კლაუდია ფრიზ-გრინის დოკუმენტალისტიკა გახდა, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ინგლისის გარშემო მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური მასალა შექმნა.