პირველი კოცნა უცნობ ადამიანს

16 საათის წინ Youtube-ზე აიტვირთა ვიდეო, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეო ერთგვარი ექსპერიმენტია 20 ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, პირველად ხვდებიან და კოცნიან. ვიდეო ერთდროულად გულისამაჩუყებელი, მხიარული და რომანტიულია, საინტერესოა მასში მონაწილე უცნობი წყვილების ემოციური ცვალებადობაც უხერხულობიდან კმაყოფილებამდე. იდეის ავტორი თათია ფლიევაა

“აღწერები” – ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა

შაბათს, 01 მარტს 18:00 საათზე მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში გაიხსნება ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 21 ქართველი მხატვრის ვიდეო ნამუშევარი. გამოფენის მომზადებამდე დამოუკიდებელი პლატფორმის “აქტივი კულტურისთვის” მიერ განხორციელდა ქართული ვიდეო ხელოვნების კვლევა და  ელექტრონული არქივისთვის ნამუშევრების შეგროვება-დოკუმენტაცია, რომელიც უკვე განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში. 

როგორ ხვდება დახლებზე ხორცპროდუქტები

რეჟისორ რონ ფრიკის და პროდიუსერ მარკ მეგიდსონის 6 წუთიანი  ფილმი “სამსარა” ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმია იმის შესახებ, როგორ მზადდება ხორცპროდუქტები და როგორ იქმნება ცხოველებისგან დახლებზე შემოსადები საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის განმავლობაში ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ, მისი ნახვა მეტყველების უნარს წაგართმევთ. ეს არის საკვები პროდუქტების დამზადების და მისი მომხმარებელთან მოხვედრის პროცესის უწყვეტი ჯაჭვი.

მარტინ სკორსეზეს “ოცნებების ქუჩა” და Dolce & Gabbana-ს სუნამო

შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპი, რომელსაც უბრალოდ სარეკლამო რგოლს ვერ უწოდებ, “ოსკაროსანმა” და ამაზე ჯილდოს წლევანდელმა ნომინანტმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ Dolce & Gabbana-ს დაკვეთით გადაიღო. ” The One” და “The One for Men” იტალიური ბრენდის სუნამოების ხაზის ახალი პროდუქტია და გათვლილია შეყვარებული წყვილებისათვის, რაზეც კიდევ ერთი ხაზგასმაა სარეკლამო რგოლში მონაწილე შეყვარებული წყვილი.

კანადური პასუხი რუსეთის ჰომოფობიურ კანონმდებლობას

კანადურმა უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია CIDI-მ (The Canadian Institute of Diversity and Inclusion) სოჭის ოლიმპიადის დაწყებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი სათაურით “ციგა”. ორგანიზაციის თქმით ვიდეო რგოლის მიზანი ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე კანადელი სპორტსმენების მხარდაჭერა და ყურადღების გამახვილებაა იმ ჰომოფობიურ კანონებზე, რომლებიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს.

1927 და 2013 წლების ლონდონი ერთ ფილმში

ინგლისის ცხოვრება 86 წლის შუალედით ერთ ფილმად გააერთიანა საიმონ სმიტმა, რომელმაც 1927 წელს გადაღებული დოკუმენტური კადრებისა და თანამედროვე  რეალობის კომპილაცია შექმნა. საიმონის ინსპირაცია გასულ საუკუნეში მოღვაწე  რეჟისორის, კლაუდია ფრიზ-გრინის დოკუმენტალისტიკა გახდა, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ინგლისის გარშემო მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური მასალა შექმნა.  

The BearFox – Lullaby

The Bearfox-ის ახალი, რიგით მეორე სიმღერა.  The BearFox კეთილი დათვის და მელიას პროექტია, რომელიც  ირაკლი მანჩხაშვილსა  (ბეთხო) და მერაბ ნუცუბიძეს (მებო) აერთიანებს.