ვინ და როგორ აშენებდა ემპაირ სტეიტ ბილდინგს

ლუის ჰეინი ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფია, რომელის სახელიც არც ისე ბევრს ახსოვს, სამაგიეროდ თითქმის ყველა ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანს ახსოვს ფოტოები, რომელიც 1929-31 წლებში მიმდინარე მშენებლობას მანჰეტენზე და იქ მომუშავე მუშების მძიმე პირობებს ასახავს. ემპაირ სტეიტ ბილდინგის 102 სართულიანი შენობის მშენებლობას, ოფიციალური მონაცემებით 5 მუშის სიცოცხლე შეეწირა.

გადაარჩინე გუდიაშვილის ბაღი

3 მარტს გუდიაშვილის პარკში “თბილისის ჰამქარის” ორგანიზებით აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელიც გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებულ პრობლემებზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად. 

გუდიაშვილის მოედანი ისევ გადასარჩენია

გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად აქციები ახლდება. 2 მარტს, 4 საათზე თბილისის ჰამქარისა და მოქალაქეების ორგანიზებით კვლავ გაიმართება აქცია, რომელიც მოედნის პორბლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდება. აქციაზე დაუკრავენ ქართველი მუსიკოსები: – ჯგუფები Riffer და Lady Heorine, ასევე ბაკურ ბურდული, მებო და Nika J. 

როგორ შენდებოდა “ხრუშოვკები”

1963 წელს ჟურნალ “LIFE”-ში გამოქვეყნდა ფოტოგრაფ სტენ ვეიმანის ვრცელი ფოტოსიუჟეტი საბჭოთა კავშირში მიმდინარე კუსტარული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ. ფოტოისტორია მოიცავდა “ხრუშოვკების” მშენებლობის თითქმის ყველა ეტაპს, სახლების დაპროექტირებიდან ახალმოსახლეობამდე. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელების გაკვირვება ალბათ ახლა კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ გაიგებენ, რომ ეს შენობები დღემდე ექსპლუატაციაშია და ხალხი მის კედლებში თავს დაცულად და უსაფრთხოდ…

1927 და 2013 წლების ლონდონი ერთ ფილმში

ინგლისის ცხოვრება 86 წლის შუალედით ერთ ფილმად გააერთიანა საიმონ სმიტმა, რომელმაც 1927 წელს გადაღებული დოკუმენტური კადრებისა და თანამედროვე  რეალობის კომპილაცია შექმნა. საიმონის ინსპირაცია გასულ საუკუნეში მოღვაწე  რეჟისორის, კლაუდია ფრიზ-გრინის დოკუმენტალისტიკა გახდა, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ინგლისის გარშემო მოგზაურობის ამსახველი ვიზუალური მასალა შექმნა.  

აქცია კინოთეატრ “აპოლოს” გადასარჩენად

2 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, კინოთეატრ „აპოლოსთან“ (აღმაშენებლის 135), თბილისის კინოფესტივალის გახსნამდე ერთი საათით ადრე, „კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე” და „ტფილისის ჰამქარი”  „კინოთეატრ აპოლოს გადასარჩენად“ აქციას გამართავს. 

საბჭოთა არქიტექტურის შედევრები

საბჭოთა არქიტექტურა ადვილად შეიძლება შევაფასოთ, როგორც მოსაწყენი და მონუმენტური. ამ პერიოდში აშენებული ნაგებობების უმეტესობა არ არის რაიმე განსაკუთრებული მხატვრული და ესთეტიური ღირებულების მატარებელი, თუმცა მასიური ერთფეროვნების ფონზე შეიძლება რამდენიმე შენობის გახსენება, რომელიც არქიტექტურაში თამამი განაცხადი იყო. ერთ-ერთი ასეთი თბილისშიცაა.