ვინ და როგორ აშენებდა ემპაირ სტეიტ ბილდინგს

ლუის ჰეინი ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფია, რომელის სახელიც არც ისე ბევრს ახსოვს, სამაგიეროდ თითქმის ყველა ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანს ახსოვს ფოტოები, რომელიც 1929-31 წლებში მიმდინარე მშენებლობას მანჰეტენზე და იქ მომუშავე მუშების მძიმე პირობებს ასახავს. ემპაირ სტეიტ ბილდინგის 102 სართულიანი შენობის მშენებლობას, ოფიციალური მონაცემებით 5 მუშის სიცოცხლე შეეწირა.

ადამიანები თავშესაფრიდან

სოფო მაისურაძის ფოტოისტორია  მოსკოვის გამზირზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფრიდან განსხვავებული ისტორიების და ერთნაირი რეალობის მქონე ადამიანების ამბებს ყვება, ადამიანებისას, რომლებსაც მიუხედავად მძიმე რეალობისა, აქვთ ოცნებები და უკეთესი მომავლის იმედი.  “ზოგი თავად წამოვიდა სახლიდან, ზოგმა დაკარგა ოჯახი, ზოგს ბინა გაუყიდა შვილმა, ზოგის სიძემ კი გადაწყვიტა, რომ მოხუცს ვერ იტანს

ფემინისტური ანბანი

“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ინიციატივით 8 მარტისთვის დოკუმენტური ფილმი – “ფემინისტური ანბანი” მომზადდა. ფილმი მწერალ თამთა მელაშვილის იდეის მიხედვით სალომე საღარაძემ გადაიღო. მასში მონაწილე სხვადასხვა  პროფესიის წარმატებული ქალები ანბანური წესით დაწყობილი სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ყველა ინტერპრეტაცია სათავეს ქართული რეალობიდან იღებს და გენდერულად თუ სოციალურად მტკივნეულ თემებს ეხება. 

მუშაობა და გართობა ღია ცის ქვეშ

“თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა – კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.” საშობაო ეპისტოლე, 2014 წელი

როგორ შეიცვალა კიევი

გამოცემა esquire-მ სოციალურ ქსელ ინსტაგრამის უკრაინელი მომხმარებლების ფოტოებით შეეცადა ეჩვენებინა კიევის ყოველღიურობის ის ცვლილება, რაც აქციების დაწყებამდე და მას შემდეგ არის. 33 განსხვავებული მომხმარებლის მაგალითზე ცხადია, რომ ევრომაიდანი ყველას ერთნაირად ეხება. აქ ნახავთ სარკეში საკუთარი თავის ფოტოგრაფირებით გართულ გოგონებს, ბიჭებს სათხილამურო ტრასებიდან, მხიარულ სკოლის მოსწავლეებს – ყველა ეს კადრი ახლა ცეცხლითა და სისხლით არის შეცვლილი. 

პროექტი სოჭი

“პროექტი სოჭი” – ასე ქვია ფოტოგრაფ რობ ჰორნსტრასა და ჟურნალისტ არნოლდ ვან ბრუგენის 6 წლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგს, რომელიც  ოლიმპიურ ქალაქად მოაზრებული ადგილის სიღრმისეულ შესწავლას ისახავდა მიზნად. პროექტი 2007 წელს დაიწყო, როცა ოლიმპიურმა კომიტეტმა არჩევანი სოჭზე გააკეთა და შემდეგი 6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შედეგად შეიქმნა რეალისტური სურათი “ყალბი იმპერიისა”

თანასწორი სიყვარული

ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა  ბრენდონ სამერმა  6 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა ფოტოპროექტისთვის, რომლის მიზანი ერთსქესიანი წყვილების გადაღება იყო. “მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, სიყვარული ყველგან თანაბარია” – ესაა მთავარი გზავნილი პროექტის, რომლისთვისაც გადაღებები პარიზში, ინდოეთში, ლიბანში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა.