ვინ და როგორ აშენებდა ემპაირ სტეიტ ბილდინგს

ლუის ჰეინი ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფია, რომელის სახელიც არც ისე ბევრს ახსოვს, სამაგიეროდ თითქმის ყველა ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანს ახსოვს ფოტოები, რომელიც 1929-31 წლებში მიმდინარე მშენებლობას მანჰეტენზე და იქ მომუშავე მუშების მძიმე პირობებს ასახავს. ემპაირ სტეიტ ბილდინგის 102 სართულიანი შენობის მშენებლობას, ოფიციალური მონაცემებით 5 მუშის სიცოცხლე შეეწირა. vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-29სხვა 3 400 მუშა, რომელიც მშენებლობაში მონაწილეობდა, საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობდა. მათ დღეში ოთხი ახალი სართულის აშენება უწევდათ. პროცესი ერთ წელიწადზე ცოტა დიდხანს, 410 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უმეტესობა ევროპელი მიგრანტი იყო. vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-28

ემპაირ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა ერთადერთი არ არის, რის შესახებაც ლუის ჰეინმა დოკუმენტური მასალა დაგვიტოვა. ის მუდმივად აშუქებდა მუშათა კლასის ცხოვრებას და განსაკუთრებულ აქცენტს არასრულწლოვანთა შრომაზე აკეთებდა. რაც შეეხება 102 სართულიან შენობას, მისი  გახსნა პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის მიერ მოხდა 1931 წლის 1 მაისს. ემპაირ სტეიტ ბილდინგმა მანამდე არსებულ  ორ მასშტაბურ პროექტს აჯობა და აშშ-ის ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი მიიღო, რომელსაც  1970 წლამდე ატარებდა. დღეს იგი  რიგით მეოთხე ადგილს იკავებს ამერიკის უმაღლეს შენობათა შორის.vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-8 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-9 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-13 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-14 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-17 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-18 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-19 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-21 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-26 vintage-empire-state-building-construction-photos-by-lewis-wickes-hine-1931-27

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s