მოწესრიგებული ხელოვნება

უწესრიგობა, არალოგიკური თანამიმდევრობა ან უბრალოდ სხეულის ნაწილების არასტანდარტული ზომები, ბევრი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებში გვხვდება. შვეიცარიელმა ხელოვანმა, ურსუს ველმა გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი “მოწესრიგებული ხელოვნება” (Tidying Up Art), სადაც “უწესრიგო” ხელოვნებას წესრიგს დაუქვემდებარებდა. ურსუს სურვილი შესაძლოა ადვილად ავხსნათ იმ ერის წესრიგისადმი სიყვარულით, რომელსაც ის მიეკუთვნება, მაგრამ მიზეზების ძებნაზე უფრო საინტერესო ის ნამუშევრებია, რომელიც ხელოვანმა შექმნა. 

ურსუს ველი

ურსუს ველი

ვან გოგის, პიკასოს, მაგრიტის ნამუშევრების სრული დეკონსტრუქციის შემდეგ, მან ნახატის შემადგენელი დეტალები ზომის, ფერის, ელემენტების მიხედვით დაალაგა და სრულიად სხვა სურათები მიიღო.როგორც ურსუს ველი ამბობს, მას ამ პროექტის იდეა ერთ-ერთ სასტუმროში გაუჩნდა, როდესაც ნახა მომსახურე პერსონალის გულმოდგინე შრომა ნივთების მოწესრიგებისას. “მაშინ გამიჩნდა კითხვა, თუ როგორი იქნებოდა ვან გოგის “საძინებელი” მოწესრიგების შემდეგ”.

რენე მაგრიტი “გოლკონდა”

ვინსენტ ვან გოგი “საძინებელი არლეში”

ხოან მირო “აზურეს ოქრო”

პოლ კლეე “ფერების გრაფიკი”

ეგონ შილე “მწოლიარე შიშველი ქალი”

ვასილი კანდინსკი “ლურჯი ცა”

პიტერ ბრეიგელი უფროსი “მარხვისა და კარნავალის ბრძოლა”

პაბლო პიკასო “წითელი სავარძელი”

ჟორჟ სერა “მოდელები” (პუანტილიზმი)

ვინსენტ ვან გოგი “მზესუმზირები”

6 thoughts on “მოწესრიგებული ხელოვნება

  1. Paul Klee – პაულ კლეე არის და არა პოლ კლეე, გერმანული წარმოშობის შვეიცარიელი მხატვარია და შესაბამისად მისი სახელი პაულია და არა პოლი 🙂

  2. საინტერესო პროექტია ძალიან. მშვენიერი დასაფიქრებელი მასალაა.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s