”პლატფორმა” – XXI საუკუნის ყველაზე სკანდალური რომანი

თანამედროვე ფრანგი მწერალის  მიშელ  უელბეკის რომანი ”პლატფორმა”  XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ წიგნად იქცა. პოპულარობასთან ერთად მან ავტორს ბევრი პრობლემაც  მოუტანა. 2002 წელს პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა და ისლამურმა საზოგადოებებმა მწერალი, ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. მართალია, ბრალდებები არ დაუმტკიცდა, მაგრამ მიშელ უელბეკი მას შემდეგ ესპანეთში  ცხოვრობს.

რომანი,  რომელიც არა მხოლოდ ყველაზე სკანდალური, არამედ ყველაზე რომანტიული საკითხავიც არის უელბეკის სხვა ნაწარმოებებს შორის, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური პრობლემების პლატფორმად. კითხვისას  ყოველ გვერდზე ხვდები, რომ ეს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაა.  ყველა პრობლემა, რასაც მწერალი ეხება, რეალურად და ყოველდღიურად დგას თანამედროვე  სამყაროში. mishel-uolbeki-500x5001

თანამედროვე ევროპა – ადამიანის მარტოობა, ცხოვრების აბსურდულობა, კულტურის კომერციალიზაცია, სექსი და ტერორიზმი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, დღესდღეობით ყველაზე მტკივნეული ამ თემების გამოა “პლატფორმა,” რომელიც სამართლიანად იქცა ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად წიგნად მთელ მსოფლიოში. თემები რასაც მწერალი ეხება, აქტუალური,  საინტერესო, პრობლემატური და ღრმა. ინტერესს ამძაფრებს და წიგნს ხიბლს მატებს უელბეკის თხრობის სტილი და წვრილ-წვრილი პროვოკაციები, რომელიც მისდამი მიჯაჭვულს გხდის. 

წიგნი ცხოვრებას ახალი საუკუნის დასაწყისში იწყებს  და თანამედროვე  ევროპულ  პრობლემებს  უყრის თავს.  მთავარი  გმირი ორმოცი  წლის  ცხოვრებით  დაღლილი  ფრანგია, რომელიც მამის  გარდაცვალების შემდეგ  აღმოსავლეთში დასასვენებლად მიემგზავრება.  მიშელს  საკუთარი ბავშვობაც  არ ახსოვს და  გრძნობებისა და ემოციებისგან  დაცლილ   სამყაროში  თავს უხერხულად  გრძნობს.  იგი  აბსურდად მიიჩნევს  ადამიანის უნიკალურობის იდეას  და მისი გამოვლენის ყოველგვარ  მცდელობას. ფიქრობს, რომ  ადამიანს  კარგად  წაკითხული  რომანი  უკეთესად  ახსოვს, ვიდრე  საკუთარი  წარსული.

საუბრობს  თანამედროვე ადამიანის  მთავარ  საზრუნავზე,  რასაც ძირითადად  ფულის  შოვნა წარმოადგენს.  სწორედ  ამის მცდელობაში  ადამიანმა   გრძნობები  გვერდით  გადადო.  მოგვიანებით  კი  თვითონაც  ტრაგიკული  სიყვარულის   მსხვერპლი ხდება. მაშინ როცა  შეყვარებული  წყვილი  ტურიზმის   აყვავებას  ცდილობს,  ტერორისტები  მორიგ  აქტს ახორციელებენ,  რითაც მთავრდება  კიდეც  მიშელის  დროებითი  ბედნიერება.  ვალერის  გარდაცვალების  შემდეგ  ის  საბოლოოდ   კარგავს   ცხოვრების სურვილს,  მის  დღეებს  კონდენციონერის  ჩართვიდან  გამორთვამდე  სწორედ  ეს   მოქმედება  განასხვავებს.

წიგნი დაუფარავად  ავლენს   მწერლის   რასისტულ  დამოკიდებულებებს, რომელსაც  სძულს  არაბები,  ჩინელები,  თუმცა არაერთმნიშვნელოვნად  ევროპასაც  აკრიტიკებს:

ბოლომდე ევროპის შვილად –  შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.”

რომანის განმავლობაში უელბეკი  თანაბარი  წარმატებით  საუბრობს როგორც ადამიანის ემოციებსა და ვნებებზე, იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთაზე, ასევე ბიზნესსა და ფსიქოლოგიაზე, მეცნიერებაზე და ლიტერატურის მნიშვნელობაზეც. კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დადად სარისკო რამაა.

 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s