პროექტი სოჭი

“პროექტი სოჭი” – ასე ქვია ფოტოგრაფ რობ ჰორნსტრასა და ჟურნალისტ არნოლდ ვან ბრუგენის 6 წლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგს, რომელიც  ოლიმპიურ ქალაქად მოაზრებული ადგილის სიღრმისეულ შესწავლას ისახავდა მიზნად. პროექტი 2007 წელს დაიწყო, როცა ოლიმპიურმა კომიტეტმა არჩევანი სოჭზე გააკეთა და შემდეგი 6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შედეგად შეიქმნა რეალისტური სურათი “ყალბი იმპერიისა”

სარკინიგზო ხაზი სოჭიდან სოხუმისკენ. უკან ფონად ჩანს სანატორიუმი.

სარკინიგზო ხაზი სოჭიდან სოხუმისკენ. უკან ფონად ჩანს სანატორიუმი.

, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში მყოფი პრობლემური დასახლებისგან “ტურისტული სამოთხის” შექმნას უშედეგოდ შეეცადა.

“სუბტროპიკული სამოთხე” –  ასე ახასიათებს ოფიციალური მოსკოვი სოჭს, რომელიც რეალურად კონფლიქტურ რეგიონში მყოფი მივიწყებული საბჭოთა კურორტი უფროა. 1964794_10151900605396714_1879298083_nსწორედ მივიწყებული და პრობლემური კურორტის ბინადრების  ყოველდღიური ცხოვრების დოკუმენტალისტიკაა რობ ჰორნსტასა და არნოლდ ვან ბრუგენის კოლაბორაციის შედეგი, სადაც მკვეთრას ისახება  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალი. ეს არის ამბავი კორუფციის, ძალდობის, პროსტიტუციისა და ტეროტიზმისა.

ოლღა, 29 წლის. სტრიპტიზ-კლუბის მენეჯერი, რომელიც მდებარეობს სასტუმრო "მარგალიტში", სოჭის ცენტრში.  ოცნებობს ყავდეს ოჯახი, ქმარი და შვილები.

ოლღა, 29 წლის. სტრიპტიზ-კლუბის მენეჯერი, რომელიც მდებარეობს სასტუმრო “მარგალიტში”, სოჭის ცენტრში. ოცნებობს ყავდეს ოჯახი, ქმარი და შვილები.

აქ ნახავთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებასა და შემდგომ განვითარებაზე უზარმაზი კვალი დატოვა პოლიტიკურმა ბატალიებმა და შეირაღებულმა კონფლიქტებმა.

აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები ქეთევანი შვილთან ერთად. ქეთევანს აღარ აქვს იმედი, რომ ოდესმე დაბრუნდება თავის სახლში.

აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები ქეთევანი შვილთან ერთად. ქეთევანს აღარ აქვს იმედი, რომ ოდესმე დაბრუნდება თავის სახლში.

სიმართლე ამბისა, რომელსაც  რობ ჰორნსტრა და არნოლდ ვან ბრუგენი თავიანთი პროექტით ყვებიან, დღეს უკვე დადასტურებულია.  მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი 2007 წელს (როცა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო ოლიმპიადის სოჭში ჩატარების გადაწყვეტილება) აცხადებდა, რომ სოჭში  ყველა ისე იგრძნობდა თავს, როგორც სახლში, ოლიმპიადის დაწყებისას აღმოჩნდა რომ ტყუილი დანაპირები იყო.  ყინულის მოედნები პალმების ჩრდილში არც ისე ადვილად განსახორციელებელი პროექტი აღმოჩნდა.

ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაში 70 000-ზე მეტი მუშა, მათ შორის ათასობით მიგრანტი იღებდა მონაწილეობას.

ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაში 70 000-ზე მეტი მუშა, მათ შორის ათასობით მიგრანტი იღებდა მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 50 მილიარდზე  მეტი დახარჯა იმისთვის, რომ სოჭი მართლაც სამოთხედ დამახსოვრებოდა ოლიმპიადის სტუმრებს, ოლიმპიადის დაწყების დღიდან სოციალურ ქსელებში დაუსრულებლად ვრცელდება ფოტო მასალა იმის შესახებ, როგორი გაუმართავია ინფრასტრუქტურა ოლიმპიურ ქალაქში.

დამსვენებელი სოჭისა, რომელსაც ლენინი "პროლეტარიატების სამოთხეს" ეძახდა. სწორედ აქაური საგზურებით აჯილდოებდა საბჭოთა რეჟიმი სოციალისტური შრომის გმირებს.

დამსვენებელი სოჭისა, რომელსაც ლენინი “პროლეტარიატების სამოთხეს” ეძახდა. სწორედ აქაური საგზურებით აჯილდოებდა საბჭოთა რეჟიმი სოციალისტური შრომის გმირებს.

უფლებადამცველი  ორგანიზაციები  მთავარ აქცენტს რუსეთში უმცირესობების გაუსაძლის ყოფაზე და უუფლებო მდგომარეობაზე აკეთებენ, თავად რუსეთის ხელისუფლება კი ოლიმპიადის დღეებშიც კი ვერ ახერხებს პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსტრუქციულ ურთიერთობას, რის დასტურადაც თუნდაც პანკ ჯგუფის “პუსი რიოტის” წევრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და უკრაინელი სპორტსმენების უპატივცემულობა გამოდგება. 1939431_10151900607801714_2090008847_n

“სოჭის პროექტის” განხორცელებას თან რიგი სირთულეები ახლდა. ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იხსენებენ, რომ ისინი განუწყვეტლად იყვნენ სპეც-სამსახურების დაკვირვების ობიექტები.

ჰამზად ივლოევი, კარაბულაკელი პოლიციელი, 44 წლის. საბრძოლო შტაკებებისას დაკარგა თვალი და ფეხი

ჰამზად ივლოევი, კარაბულაკელი პოლიციელი, 44 წლის. საბრძოლო შტაკებებისას დაკარგა თვალი და ფეხი

“რაც უფრო ღრმად მივდიოდი მუშაობის პროცესში, პრობლემები მატულობდა. რამდენჯერმე დაგვაპატიმრეს კიდეც.” უკვე დასრულებულ პროექტს კი ოფიციალურმა მოსკოვმა უარი უთხრა რუსეთის ტერიტორიაზე გამოფენის მოწყობაზე. 

რუსულ-ქართული მეგობრობის მონუმენტი.

რუსულ-ქართული მეგობრობის მონუმენტი.

One thought on “პროექტი სოჭი

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s