12 ვარსკვლავი ერთად Vanity Fair-ის გარეკანზე

ჟურნალ Vanity Fair-მა, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ შავკანიანი მსახიობების უგულებელყოფაში, საიუბილეო გამოცემაში სრულად დაიცვა როგორც კანის ფერის, ასევე გენდერული ბალანსი და ფოტოსერიაში, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა, ანა ლეიბოვიცმა გადაიღო, მკითხველს 12 მსახიობი წარუდგინა. ჰოლივუდური გამოცემის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ნომრის გარეკანისთვის ფოტო ცნობილმა ფოტოგრაფმა ანა ლეიბოვიცმა გადაიღო.

ჟურნალზე გამოსახული ვარკსვლავები “ოსკაროსნები” და წლევანდელი ოსკარის ნომინანტები არიან. ყველა მათგანი ბოლოს პერიოდის ყველაზე გახმაურებულ და პოპულარულ ფილმებში თამაშობს:  ჯულია რობერთსი (August: Osage County), ჩიუტელ ეჯიოფორი (12 Years a Slave), ჯარედ ლეტო (Dallas Buyers Club), ლუპიტა ნიონგო (12 Years a Slave), იდრის ელბა (Mandela: Long Walk to Freedom), ჯორჯ ქლუნი (Gravity), მაიკლ ბ. ჯორდანი (Fruitvale Station), ნაომი ჰარისი (Mandela: Long Walk to Freedom), ბრი ლარსონი (Short Term 12), ჩედვიკ ბოუზერმენი (42), მარგო რობი (The Wolf of Wall Street) და ლეა სიდოქსი (Blue Is the Warmest Color).

ჟურნალის ეს ფოტოსესია შთამბეჭდავი ფილმების წელს ეძღვნება და მსახიობების შერჩევაც სწორედ ასეთ ფილმებში მიღებული როლების მიხედვით მოხდა. ცნობილი ადამიანების ასეთი მასშტაბური ფოტო ფაქტობრივად არც ერთი ჟურნალის გარეკანზე არ განთავსებულა და თავად ეს ფაქტიც უნიკალურია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერთსი სხვა დროსაც მოხვედრილან Vanity Fair-ის გარეკანზე, თუმცა არა ჰოლივუდურ გამოცემაში.

ჯორჯ ქლუნი და კულია რობერთსი

ჯორჯ ქლუნი და კულია რობერთსი

მარგო რობი, ლუპიტა ნიონგო და  ბრი ლარსონი

ჩიუტელ ეჯიოფორი და იდრის ელბა

ჩიუტელ ეჯიოფორი და იდრის ელბა

მარგო რობი

მარგო რობი

ანა ლეიბოვიცი და ჯარედ ლეტო

ანა ლეიბოვიცი და ჯარედ ლეტო

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s