ქართული ფილმები 64-ე ბერლინალეზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წელს 64-ედ გაიმართა  საქართველო ორი ქართული ფილმით, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნებით” და თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლებით” იყო წარმოდგენილი. კინოფესტივალი გერმანიის დედაქალაქში 6-დან 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. წელს ” ოქროს დათვის” მფლობელი ჩინელი რეჟისორის, დიაო ინანის ფილმი, “შავი დათვი, თხელი ყინული” გახდა. 

ჟიურის პრემია წილად ხვდა ამერიკელი რეჟისორის ვეს ანდერსონის ფილმს ”ბუდაპეშტის დიდი სასტუმრო”. საერთაშორისო ჟიურიმ კი საუკეთესო რეჟისორად ფილმი “Boyhood”-ის ავტორი ამერიკელი რიჩარდ ლინკლატერი დაასახელა.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე ქართულ ფილმებს, თინათინ ყაჯრიშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საკმაოდ მცირე დროში, 27 დღეშია გადაღებული და  პატიმრების ცოლების ამბებს ყვება, ნაჩვენები იყო განყოფილება “პანორამაში” (განყოფილებაში, რომელიც ეძღვნება უცხოურ საავტორო ფილმებს, ნაჩვენები იქნება 36 ფილმი 29 ქვეყნიდან).  

bridesლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი კი, 40 წელს მიტანებული უცოლო მამაკაცზე, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს და რომანს გათხოვილ ქალთან აბამს “ფორუმში” აჩვენეს.get_img (1)

“შემთხვევითი პაემნების” მსოფლიო პრემიერა შემოდგომაზე, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა.

 

 

3 thoughts on “ქართული ფილმები 64-ე ბერლინალეზე

  1. უი, “შემთხვევითი პაემნები” ქართული მაყურებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი??? დამაინტერესა.

    • თბილისის კინოფესტივალის გახსნაზე აჩვენეს და ისე სხვა ჩვენებები არ ყოფილა

      • კარგი. მაშინ მომიწევს, რომ ნეტში დადებას დაველოდო.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s