პირველი და ისტორიული სელფშოთები

ის რაც თანამედროვე სამყაროში ნარცისიზმად და ბანალურად მიიჩნევა, თითქმის ერთი საუკუნის წინ ახალი სიტყვა იყო ფოტოგრაფიაში.მსოფლიოში პირველი სელფშოთი, რომელიც ფოტოკამერითაა გადაღებული დაახლოებით 1900 წლით თარიღდება. მასზე გამოსახული ფოტოგრაფი ქალი და “კოდაკის” კამერა, რომელიც გარდა დიდი ზომისა, ძალიან მძიმე იყო.

1900 წელი

1900 წელი

18 წლის არტილერისტ თომას ბეიკერის მიერ 1917 წელს  “კოდაკის” ფოტოაპარატით გადაღებული ავტოპორტრეტი, ერთ-ერთ პირველ სელფშოთად მიიჩნევა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ დროისთვის დიდ ტექნოლოგიურ სირთულეს წარმოადგენდა. პირის საპარს სარკეში მოჩანს თომასი სამხედრო ფორმაში, ფოტოაპარატი, ცარიელი ღვინის ბოთლი და ფურცლების შეკვრა. 

თომას ბეიკერი, 1917 წელი

თომას ბეიკერი, 1917 წელი

ფოტოგრაფი ქალი დიანა არბუსიც ხშირად უღებდა ფოტოებს საკუთარ თავს სარკეში.

დიანა არბუსი, 1945 წელი

დიანა არბუსი, 1945 წელი

ჰელმუტ ნიუტონის მიერ გადაღებული ფოტო სასტუმროს ნომრის ჭერის სარკეში, მეტად სექსუალური და ორიგინალურია: ფოტოგრაფი  პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში  მოდელთან ერთად ნებივრობს.

ჰელმუტ ნიუტონი, 1973 წელი

ჰელმუტ ნიუტონი, 1973 წელი

1949 წელს სტენლი კუბრიკმა თავის ფავორიტ ქალთან ერთად გასახდელში გადაიღო ფოტო, სადაც როზმერი უილიამსი შოუზე გასვლის წინ გრიმს იკეთებს.

სტენლი კუბრიკი, 1949 წელი

სტენლი კუბრიკი, 1949 წელი

ჟაკლინ კენედის მიერ სარკეში გადაღებული ფოტო პირველი ნაბიჯია ფოტომოყვარულებში სელფშოტების ტრადიციის დამკვიდრების. ჟაკლინი ამ ფოტოზე თავის ოჯახის წევრებთან ერთადაა გამოსახული: ჟაკლინი, მისი მეუღლე და ჯონის ძმის ცოლი ეტელი..

ეტელ, ჟაკლინ და ჯონ კენედები, 1954 წელი

ეტელ, ჟაკლინ და ჯონ კენედები, 1954 წელი

ოჯახური ავტოპორტრეტის ლამაზი მაგალითია მაკარტნების მიერ ლონდონის სახლის სარკეში გადაღებული ფოტო.

ლინდა, პოლი და მერი მაკარტნი, 1969 წელი

ლინდა, პოლი და მერი მაკარტნი, 1969 წელი

4 thoughts on “პირველი და ისტორიული სელფშოთები

  1. საინტერესოცაა და ესთეტურიც! მაგრა ვისიამოვნე!!! Thanks!!!!! :):):):):)

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s