ერთი ფინჯანი ყავა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დილის განწყობას შესაქმნელად, ადამიანთა უმრავლესობისთვის ტრადიციული დილის რიტუალია. ეთიოპიის სამხრეთში მდებარე კაფას ოლქში აღმოჩენილი მატონიზირებელი მცენარის ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს ბრაზილიაა, რომელსაც არც ვიეტნამი, ინდონეზია და კოლუმბია ჩამორჩებიან. ყავის მარცვლის ორი სახე არსებობს: არაბიკა და რობუსტა.სხვადასხვა სახეობის ყავის მომზადება უკვე დოზირებასა და დანამატებზეა დამოკიდებული.
თურქები უპირატესობას ანიჭებენ არაბიკათი დამზადებულ მოხარშულ ყავას, რომელსაც აუცილებლად 1 ჭიქა წყალთან ერთად მიირთმევენ. რუსეთში ყავაში რამდენიმე წვეთი ლიმონის ჩაწვეთება ერთგვარი ტრადიციაა, ხოლო ინდოეთში კაპუჩინოზე მცირეოდენ დარიჩინს აყრიან, რაც საოცარ არომატს და სურნელს მატებს მას.
გთავაზობთ flickr-ზე განთავსებულ ფინჯანი ყავის ფოტოებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული და იქ არსებულ ტრადიციებს ასახავს.
ყავაში რამდენიმე წვეთი ლიმონის ჩაწვეთება ერთგვარი ტრადიციაა, – mec egre vsvam 🙂
მე მიცდია და არ მომეწონა 🙂
Pingback: - kvira.ge
მე მიყვარს ყავა ლიმონით 🙂
მე ვერ დავამუღამე 😦