გზაზე კერუაკთან ერთად

აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიები თავისთავად აჩენს ალბათობას ისეთი წიგნების არსებობისა, რომელთა წაკითხვაც აუცილებელი არ არის. წიგნის შერჩევისას ხშირად რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანია წიგნის  თავმოყვარეობა, ისევე  როგორც მისი   სუნი, ფერი და ზოგჯერ სქესისც კი. ნამდვილმა მკითხველმა აუცილებლად  უნდა მოახერხოს სამივეს აღქმა. სწორედ ერთ-ერთ ყველაზე თავმოყვარე წიგნზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ასფალტისფერია, მტვრის სუნი აქვს  და ნამდვილად ორსქესიანია.

არ  აქვს მნიშვნელობა უკვე  გაემგზავრეთ თუ  ჯერ ჩემოდანს ალაგებთ, თუ მოგზაურობა გიყვართ და გზა თქვენთვის უალტერნატივო თავისუფლებაა, ჩემოდანში  წიგნის ადგილი აუცილებლად შემოინახეთ. წიგნი ასევე რეკომენდირებულია ამერიკული კულტურისა და ბიტნიკთა მოძრაობის მოყვარულთათვის. book_50814818c7ceb

გზაზე” 1951 წლის გასაოცარ მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, 100 ფუტის სიმაღლეზესწორედ აქ იქცა სიტყვადგალეწილი თაობისსახე. დავწერე წიგნი და მას შემდეგ თან დავათრევდი, საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს თუ სხვა ველური თავყრილობა, სადაც პატარა ბიჭებს ვაბოლებდი ხოლმე, ძალზე მგრძნობიარე ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სიბინძურეში უკვე საბოლოოდ გამოთაყვანებულიყვნენ”  – ასე ყვება თავად კერუაკი რომანის ამბავს, რომელიც  1957 წელს გამოიცა და მიუხედავად კრიტიკოსთა ნეგატიური შეფასებებისა, საკულტო ნაწარმოებად იქცა მომდევნო თაობებისთვის.

მოგზაურობის  დაწყების მიზეზი, მთავარი გმირის სალ ფარადაიზის მეგობრების მოსაწყენი  ცხოვრება და მათი   ფსიქოანალიტიკური აზროვნება  ხდება. სალი მწერალია და სიახლის  პოვნის  სურვილით  იწყებს  ცხოვრებას  გზაზე. მისი და მისი მეგობრის დინ მორიარტის ცხოვრება სრული  სიგიჟეა. ისინი უმისამართოდ დაეხეტებიან და აღმერთებენ გზას, ჯაზს და ნარკოტიკებს. მათი ცხოვრების სტილი ერთგვარი პროტესტია საზოგადოებაში არსებული მატერიალიზმის, ერთფეროვნებისა და ზედაპირულობისადმი. მეგობრობის მიუხედავად, სალი და დინი  მკვეთრად გამოხატული ინდივიდები არიან: სალი (რომელიც კერუაკუს პროტოტიპია) მწერალია და წერს ყველგან და ყველაფერზე.  დინი თავზეხელაღებული  ბიტნიკია, ის სამყაროს ყოველთვის  ისეთს  იღებს, როგორიცაა – გადაუმუშავებელს.

და ბოლოს  როცა ყველაფერი  მთავრდება, ისინი გრძნობენ რომ  შეიცნეს დრო, ისწავლეს მისი შენელება და გზაზე სიარული. მოგზაურობის  დასასრულს სალიც ისრულებს თავის სურვილს და ასრულებს წერას:

“როცა ამერიკაში მზე ჩასვლას იწყებს და მე მდინარის ძველ, ჩატეხილ პირსზე ჩამოვჯდებივუყურებ ნიუჯერსიზე გაწელილ ცას და ვგრძნობ მიწას, რომელიც უზარმაზარი კუზივით არის გადაჭიმული დასავლეთ სანაპირომდე, და მთელ გზას, რომელსაც იქით მიჰყავხარ და ადამიანებს, ახლა რომ სძინავთ. აიოვაში ალბათ ბავშვები ტირიან, რადგან იქ ბავშვებს ტირილის უფლებას აძლევენ. და ამაღამ ვარსკვლავები გამოჩნდება. თქვენ რა არ იცოდით ღმერთი დათუნია ვინი ფუუჰი რომ იყო? ალბათ მწუხრის ვარსკვლავი უკვე მოციმციმე შუქს ჰფენს პრერიას, რაც ღამის დადგომას აუწყებს, ღამისა, რომელიც ლოცავს მიწას, აბნელებს მდინარეებს, თავზე ევლება მთის   მწვერვალებს და იხუტებს უკანასკნელ ნაპირს და არავინ, სულ არავინ იცის, ვის რა ელოდება, სიბერის გარდა. და მაშინ მე დინზე ვიწყებ ხოლმე ფიქრს, ბებერ დინ მორიარტიზეც, რომელიც ვერა და ვერ ვიპოვეთ. ხო, მე მაშინ დინ მორიარტიზე ვფიქრობ .”

რომანი რეალურად რეკორდულად მცირე დროში, სამ კვირაშია დაწერილი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი  მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შესული. .

 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s