შოკოლადის კექსი ზღვის მარილით

ცნობილი ფრანგი კონდიტერის პიერ ერმეს შოკოლადის კექსი ზღვის მარილით Foodography-სგან. 

 

ინგრედიენტები:
150 გრ კარაქი
160 გრ შავი შოკოლადი
1/2 ჩკ ზღვის მარილი (ან უბრალო უხეში მარილი)
160 გრ ფქვილი
150 გრ შაქარი
4 კვერცხი
2 ს.კ კაკაო
1 ჩკ საფხვიერებელი

1904200_735694446448589_1408551074_n
მომზადება: გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კარაქი დაადნეთ და შეაგრილეთ. შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ჯამში აურიეთ შოკოლადი, ფქვილი, საფხვიერებელი, შაქარი, მარილი. დაამატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, კარაქი და კაკაო, მოურიეთ ხელით (და არა მიქსერით), მიიღებთ თხელ ცომს. მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი (მაფინის ფორმებშიც მშვენიერი იქნება, თუმცა ვერ გეტყვით რამდენი გამოგივათ). აცხვეთ, მართკუთხა ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 1 საათი. კექსი უნდა ამოვიდეს, მაგრამ შიგნით სველი დარჩეს, არ გამოგიშრეთ, ყურადღებით იყავით. შეაგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით როდესაც გაცივდება.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s