ვიქტორია ბექჰემი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი განსაკუთრებული  მოვლენა, რომელსაც მოდის კრიტიკოსები ინტერესით ელოდნენ, ვიქტორია ბექჰემის 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება იყო. ყოფილმა პოპ-მომღერალმა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით მოირგო საქმიანი, მკაცრი და ემოციების გარეშე მცხოვრები ქალის როლი, ტრადიციას არ უღალატა და ახალი კოლექციაც დახვეწილი ფორმებითა და ელეგანტური სილუეტებით გამორჩეული მოდელებისგან შექმნა, თუმცა აღსანიშნავია მეტი თავისუფლება და ფერები, რაც ამ კოლექციას ყველა წინასგან ერთი შეხედვითაც კი გამოარჩევს.48204_95649

ვიქტორიას მოდის სახლის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი: – “ისევე მოხერხებულად მორგებული ტანსაცმელი, როგორც საკუთარი კანი” კვლავ ძალაშია.  მის მიერ შექმნილი სამოსი იმეორებს ქალის სილუეტს და  ხაზს უსვამს მის მომხიბვლელობას.

1653698_628392477213988_269743905_nაქ  არასოდეს არ რჩებოდა ადგილი ზედმეტი დეტალისთვის, აზიური ტანსაცმლისთვის დამახასიათებელი სიხალვათისა და ფერადი ელემენტებისთვის. მაღალი ქუსლი, ვიწრო ქვედაბოლო, დახვეწილი ფერთა გამა – ის ძირითადი აქცენტებია, რომლითაც ვიქტორიას მოდელები ადვილად იცნობა.თუმცა ის რაც დიზაინერმა ნიუ-იორკში წარადგინა, ერთგვარი თავის დახსნის მცდელობაა მისივე დადგენილი სტანდარტებისგან.

Victoria_Beckham_RF14_0343 როგორც ჩანს ბიზნეს-ლედის იმიჯიდან ვიქტორიამ თავისუფლებისკენ დაიწყო გადასვლა და გაჩნდა მის ნამუშევრებში ნაკეცებიანი, ოდნავ გრძელი და განიერი კაბები. Victoria_Beckham_RF14_0255

2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში დიზაინერი ძირითადად ოთხს ფერს: შავს, თეთრს, წითელსა და ლურჯს იყენებს. Victoria_Beckham_RF14_0006 Victoria_Beckham_RF14_0022 Victoria_Beckham_RF14_0042 Victoria_Beckham_RF14_0057 Victoria_Beckham_RF14_0089 Victoria_Beckham_RF14_0135 Victoria_Beckham_RF14_0206 Victoria_Beckham_RF14_0228 Victoria_Beckham_RF14_0281 Victoria_Beckham_RF14_0369 Victoria_Beckham_RF14_0399

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s