Ducktape – ქართული პოპ-პანკი

Ducktape ქართული პოპ-პანკ ჯგუფია, წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის ისტორიით და 4 წევრით, რომელთა  ასაკიც 15-21 წლამდე მერყეობს. ჯგუფი 2012 წელს  გივიკო გაბუნიამ, ლუკა გორგაძემ და მიშა ჭკადუამ ჩამოაყალიბეს, რომელთაც მალევე შეუერთდა გიორგი ხვიტია.  ჯგუფის წევრების თქმით მათი მუსიკა პანკის, პოპისა და სხვა ჟანრების ნაზავია, რომელიც ძირითადად თინეიჯერულ პრობლემებზე მოგვითხრობს.

531684_543808548986562_508084065_nროცა ჯგუფის სახელის წარმომავლობაზე ეკითხები, არ იციან რატომ გააკეთეს არჩევანი Ducktape-ზე, სამაგიეროდ, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც კი, იციან, რომ მუსიკის კეთება უყვართ და ამას მომავალშიც გააგრძელებენ.პრინციპში, გასაკვირი არაფერია, ყველა ამ ასაკის მუსიკოსი, რომელიც პანკს უკრავს და ფიქრობს, რომ სამყაროში რაიმეს შეცვლა შეუძლია, იგივეს გეტყვით მუსიკალურ მომავალთან დაკავშირებით.

ის, რაც ბიჭებმა ერთ წელში მოახერხეს,  რამდენიმე ფესტივალში (ქუჩის მუსიკის ფესტივალი, ილიაუნის ფესტივალი, Plus One) და სატელევიზიო შოუ  „ნიჭერში“ მონაწილეობაა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის დასკვნით ნაწილში მოხვედრა ვერ შესძლეს, სწორედ „ნიჭიერში“ გაიცნეს ჯგუფ  Eldrine-ს სოლისტი სოფო ტოროშელიძე, რომლის დახმარებითაც გადაიღეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლიპი. სიმღერაზე “Hey You!”, რომელიც  ინტერნეტ სივრცეში გასულ თვეს გამოჩნდა. კლიპის იდეა თვითონ ჯგუფის წევრებს, რუსთავი 2-ის ჯგუფს, სოფო ტოროშელიძეს და გივი მაღრაძეს ეკუთვნით.

ჯგუფის წევრები თვლიან, რომ  მათი მუსიკა ძირითადად თინეიჯერებზეა გათვლილი, თუმცა სამომავლოდ  მიზნობრივი აუდიტორიის გაფართოებას და  როგორც მუსიკალური, ასევე შინაარსობრივი მხარის დახვეწას გეგმავენ. ჯგუფს უკვე ჰქონდა რამდენიმე სოლო კონცერტი Riffer-ში და Rock Club TNT-ში. მათ მომავალ გეგმებში შედის პირველი EP-ს ჩაწერა და საკუთარი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანაც. მანამდე კი, შეგიძლიათ მოუსმინოთ და თვალყური ადევნოთ Ducktape-ს ინტერნეტის მეშვეობით:
Facebook
YouTube
Soundcloud

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s