აფხაზეთის დროშა მწვარვალ აკონკაგუაზე

გასულ თვეში, ალპინისტების ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც  აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამი მოქალაქეც შედიოდა, სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის ანდებში მდებარე მწვერვალ აკონკაგუაზე ავიდა. მწვერვალის წარმატებით დაპყრობის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეებმა მწვერვალზე აფხაზეთის დროშა გაშალეს და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 
335250_900ექსპედიცია, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზ თენგიზ ტარბასთან, ვლადიმიე გულიასთან და დამეი აგრბასთან ერთად შვეიცარიელი იოჰან ნილსენი და არგენტინელი ხულიო ვიანნა შედიოდნენ, 28 დეკემბერს დაიწყო. მწვერვალი მათ 11 იანვარს დალაშქრეს. აკონკაგუა ამერიკის კონტიტენტის ყველაზე მაღალი წერტილია ( 6960 მ), რომლის ფერდობებზეც 7 მყინვარი ეშვება. სწორედ ყინულით დაფარული ფერდობები ართულებს მასზე ასვლას. პირველი ექსპედიცია მწვერვალზე ედუარდ ფიცჯერალდის მეთაურობით 1897 წელს ავიდა. Aconcagua.
თენგიზ ტარბა აფხაზეთის მედიაკლუბთან ექსპედიციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მწვერვალი ევერესტისა და მაკ-კინლის შემდეგ სირთულით მესამეა, შესაბიმისად, მასზე არჩვანის გაკეთება საუკეთესო გამოწვევაა ამბიციური ადამიანებისთვის. ამავე ინტერვიუში  ის ამბობს, რომ რთული გზის დაპყრობის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი მის თავზე აფხაზეთის დროშიც გაშლა იყო და აქვე განმარტავს მნიშვნელობას. “ექსპედიციისას ჩვენ შეგვხვდა არაერთი სხვა მთამსვლელი სხვადასხვა ქვეყნიდან. მაშინ, როცა მწვერვალზე ავედით, იქ იყო დაახლოებით 40 ადამიანი. ეს არის 6 962 მეტრი ზღვის დონიდან. ჩვენ ცხადია გახარებულები ვიყავით, რომ აქამდე ამოვედით, გავშალეთ დროშა. ეს ხალხი მოდიოდა და გვეკითხებოდა, რა დროშაა, რა ქვეყანაა. ჩვენ ყველა ემოციებში ვიყავით, ძალიან სასიამოვნო იყო. დაუვიწყარი შეგრძნებაა, როცა შენ დგახარ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მწვერვალზე აფხაზეთის დროშით ხელში. ცრემლები თავისთავად მოგვდიოდნენ. ცოტაოდენი აფხაზური იოჰანს და ხულიოსაც კი ვასწავლეთ. ჩვენ ექსპედიციისას ვიდეოსაც ვიღებდით, იქ ჩანს რამდენჯერმე, როგორ ცდილობენ ისინი აფხაზურად ლაპარაკს.”
ხსენებული ვიდეო უკვე განთავსებულია თენგის ტარბას ბლოგზე, სადაც ასევე დეტალურადაა მოთხრობილი ექსპედიციის ამბები.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s