7 პროფილი INSTAGRAM-ზე ვიზაჟის შესახებ

სოციალური ქსელ ინსტაგრამზე, სადაც მომხმარებელთა უმეტესობა ავტოპორტრეტების, საკვებისა და შინაური ცხოველების ფოტოების გავრცელებით არის დაკავებული, უფრო და უფრო მეტი საინტერესო თემატური პროფილი ჩნდება, სადაც პროფესიონალები თავიანთ ნამუშვრებსა და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. გთავაზობთ 7 პროფილს თავის მოვლის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ვიზაჟზე. 

Lime Crime – კალიფორნიელი გოგონა, რომელსაც თითქმის 500 ათასი მიმდევარი ყავს ინსტაგრამზე, ვარდისფერი ფერის განსაკუთრებული სიყვარულით და ფემინური აქენტებით. 1illamasqua –  ბრიტანული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 10 წელზე მეტია არსებობს, თავის INSTAGRAM-ის პროფილზე გთავაზობთ გოგონების ფოტოებს, რომლებიც მათი პროდუქციის საშუალებით ცდილობენ გამორჩეულად გამოიყურებოდნენ. 2The Beauty Department  – სილამაზის დეპარტამენტი ორი ბლოგერის, ემისა და კრისტინას პროექტია. კრისტინა თმისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებებზე, ემი კი ვიზაჟის ხელოვნებაზე წერს. ფოტოები, რომელსაც მათ INSTAGRAM-ზე ნახავთ, გამორჩეული ესთეტიკითაა გადაღებული. საინტერესოა მათი ბლოგიც. 3temptalia – ავტორი ამავე სახელწოდების პორტალის რედაქტორის პროფილი, რომელიც უჩვეულო პედანტობითა და ორგანიზებულობით გამოირჩევა. ამ პროფილზე თქვენ ნახავთ მოწესრიგებულად დალაგებულ ტუბებს, ყუთებსა და ფლაკონებს სხვადასხვა პარფიუმერიული პროდუქციისას. 05

Beauty Blitz – ამავე სახელწოდების ონლაინ ჟურნალის პროფილი, რომელიც InStyle-ის ყოფილმა რედაქტორმა, პოლი ბლიზერმა დაარსა. ჟურნალი მოდასა და სილამაზეზეა. აქ ნახავთ ყველაფერს, თავის მოვლის საშუალებებს, მოდის მეტრებს, გამორჩეულ სამოსს, სელებრითების ფოტოებს და ა.შ. 

04

Violette – ფრანგი ვიზაჟისტის პროფილი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულისა და იაპონური “ვოგი”-სთვის მუშაობს. მის პროფილზე გამოქვეყნებული თითოეული ფოტო მაღალი მოდის სამყაროდან ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშია. 06

Tal Peleg მხატვარი ისრაელიდან, რომელიც ნაცვლად ტრადიციული მაკიაჟისა, ადამიანების სახეზე ნახატებს ქმნის.07 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s