უგემრიელესი კიში მინიმალური ინგრედიენტებით.

უგემრიელესი კიში მინიმალური ინგრედიენტებით FOODOGRAPHY-სგან. 

  • ფხვიერი ცომის გუნდა (შეგიძლიათ გამოაცხოთ 1 დიდი ან 7-8 მინი კიში)
  • მდოგვი (სასურველია ფრანგული, ბაზილიკით და თეთრი ღვინით)
  • ყველი (ჩვეულებრივი, ქართული) – 150 გრ
  • პომიდორი 2-3 ცალი
  • შავი პილპილი
  • ორეგანო
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

ფხვიერი ცომისთვის საჭიროა 100 გრ ოთახის ტემპ. კარაქი, 200 გრ ფქვილი, 1/2 ჭიქა წყალი(ან რძე) და მარილი დანის წვერით.

კარაქი, მარილი და ფქვილი ხელით ასრისეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა (ან ჩოპერში აურიეთ), დაამატეთ წყალი, სწრაფად მოზილეთ ცომი, შეფუთეთ პარკში და შედგით 30 წთ. მაცივარში. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, ტარტის ფორმას წაუსვით კარაქი (და არა ზეთი!), მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი დაფაზე და ჩააფინეთ ფორმაში, გვერდები უნდა ამოუყვანოთ, თუ დიდი მოგივიდათ, მოაჭერით. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დააფარეთ პერგამენტი და სიმძიმისთვის დააყერეთ მაგალითად ლობიო. 15-20 წუთი აცხვეთ, ყურადღებით იყავით, არ გამოგიშრეთ ძალიან.

459724_430145447003492_598217037_o

გამოიღეთ ცომი, გადაუსვით მდოგვი, რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, დააყარეთ გახეხილი ყველი, მოაწყვეთ დაჭრილი პომიდვრები, მოაყარეთ პილპილი, ორეგანო, მოასხით ზეთი (ესეც თქვენი სურვილით). აცხვეთ კიდევ 15-20 წუთი.

467642_602964833054885_595552535_o

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s