”კლოუნის თვალთახედვა” – აუცილებლად წასაკითხი წიგნი

თუ  თქვენ   მკითხველთა იმ კატეგორიას  მიეკუთვნებით,  რომლის  გამოც  არსებობს  მოსაზრება:  ხალხს  აინტერესებს  ის,  რაც  განსხვავებულია  და    ბიოლის  “კლოუნის თვალთახედვა”  ჯერ არ წაგიკითხავთ,  გეტყვით  რომ  ის  განსხვავებულია  და არამხოლოდ.   

წიგნის  უპირატესობები :

ორიგინალური   წერის  სტილი

ემოციური   წინააღმდეგობა  საკუთარი  ოჯახისა  და  მის  ირგვლივ  მყოფი  ფსევდომორწმუნეებისადმი,    გაუცხოებული   ეპოქა  და გარემო,  მისი  მეტაფიზიკური  სამყაროს  ხედვა,  ყოველდღიური  წარუმატებლობა,  ცხოვრების  აზრად  ქცეული  პროფესია, პროტესტანტებისა  და  კათოლიკეების  დაპირისპირება, ებრაელებისადმი  არაადამიანური  დამოკიდებულება,  ყველაფერი  ეს ჰაინრიხ  ბიოლს  კლოუნის  პირად   უბედურებად  აქვს  ნაქცევი,  რომელიც   დიდი  ხელოვნებიდან  დიდ  წარუმატებლობამდე   უსწრაფესად  მიექანება.

product_image_472

ხელოვნების  პერიოდული  დახასიათება

კითხვისას   ხშირად  შეხვდებით  ირონიულ  მონოლოგებს,  რომელიც   დამატებით   ცოდნას    შეგძენთ  იმ პერიოდის  ხელოვანების უცოდინრობაზე.

მაგალითად  კლოუნის ერთ-ერთ  მსჯელობა თანამედროვე კინოზე:

“განსაკუთრებით   მაწამებს ხელოვნებაზე გადაღებული ფილმები.  უმეტეს შემთხვევაში,  ხელოვნებაზე ისინი  იღებენ ფილმს,  ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა,  მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ ამასაც ინანებდნენ, რადგან მიხვდებოდნენ, რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.  ამგვარ სურათებში ხელოვანის სულიერი ტანჯვა, გაჭირვება და დემონთან ბრძოლა მუდამ წარსულშია გადატანილი. კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი, რომელსაც სიგარეტის ფული არ აქვს და ცოლისთვის ფეხსაცმელი ვერ უყიდია, რადგან მოლაყბეთა სამმა თაობამ ჯერ ვერ დაარწმუნა, რომ ის გენიოსია.”

ირონიით  შეზავებული  იუმორი

ტრაგედიას,   რომელსაც     მთავარი  გმირი  და  შესაბამისად  წიგნიც  ატარებს, მსუბუქად  საკითხს  ხდის  იუმორის  გრძნობა.  მწერალი  დასცინის  სამყაროს, დასცინის  ერთმორწმუნეებს,  ურწმუნოებს,  ათეისტებს,   კლოუნებს და  მათთან  ერთად  დასცინის სიცილსაც. ირონიის  უფრო მძაფრად  გამოსახატად  ადამიანების   სუნზე   ამახვილებს   ყურადღებას.  კლოუნისთვის  ეს  სუნი  იმდენად  მძაფრია,  ტელეფონით  საუბრის  დროსაც   რომ  იგრძნობა.

მე  ვიცი,  რომ  თქვენ  აუცილებლად  შეგიყვარდებათ  ის,   მისი  არამეტაფიზიკური  აზროვნება,  მისი  უნარი  უყვარდეს  იმ  ჯიშის  სულდგმულები,  რომელსაც  თვითონ  ეკუთვნის,  აუცილებლად  შეგიყვარდებათ  კლოუნი,  რომელის  წამებს  აგროვებს.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s