ელეგანტური ძმა – ჩინელი უსახლკაროს გამორჩეული სტილი

მოდის მეტრები როგორც წესი ამ ინდუსტრიაში მოღვაწე პირები ან გამორჩეული სტილის მქონე ცნობილი ადამიანები ხდებიან ხოლმე, თუმცა არსებობენ ისეთი იშვიათი გამონაკლისები, როგორიც 34 წლის ჩინელი უსახლკაროა, მეტსახელით “ელეგანტური ძმა” (Brother Sharp). ადამიანი, რომლის სტილსაც  ვივიენ ვესტვუდის homeless chic-ს კი ადარებენ, ჩენგ გუორონგია, ჩინეთის ქალაქ ნინგბოდან.IhTHLმისი პოპულარობის ისტორია 2010 წლის  30 იანვრიდან იწყება.სწორედ ამ დროს  მოხვდა ტიან ის მოედანზე მოსეირნე უსახლკარო ბატონი ტუს ფოტოობიექტივში, რომელმაც მას რამდენიმე კადრი გადაუღო და მოგვიანებით ინტერნეტში განათავსა. ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის ქუჩაში მოსიარულეებს შორის განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა.4674999

ფოტოების გამოქვეყნებიდან მალევე ჩინურ ფორუმებზე გამოჩნდა თემები, სადაც ინტერნეტმომხმარებლები დიდი გატაცებით განიხილავნდნენ ჩენგ გუორონგის გამორჩეულ სტილსა და გარეგნობას.”იშვიათად ლამაზი ჩინელი მამაკაცი, ეკლექტური ჩაცმულობითა და გამორჩეული სიარულის მანერით” – ასე ახასიათებდნენ მას ისინი, ვისაც ოდესმე ქუჩაში შეხვედრია. 

დაახლოებით ერთ თვეში, “ელეგანტური ძმის” შესახებ გახნილ თემებს მილიონზე მეტი ნახვა ქონდა, გუგლის საძიებო სისტემა კი 463 000 რეზულტატს აჩვენებდა მისი სახელის ჩაწერისას. ცხადი იყო, რომ მოდის სამყაროში ახალი სახე გაჩნდა, რომლიც პოპულარობაც მალევე გაჩნდა ჩინეთის საზღვრებს. mendigo

რაც უფრო იზრდებოდა ინტერესი მის მიმართ, უკეთ იკვეთებოდა მისი ხასიათის შტრიხები. მაგალითად, საკვებისთვის მიცემული ფულით ის ყოველთვის სიგარეტს ყიდულობდა, არ შედიოდა კონტაქტში გამვლელებთან და ა.შ. გამოიკვეთა ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემებიც, რომელიც მას ქონდა და აუცილებელ დახმარებას საჭიროებდა.სოციალური მუშაკები ამბობდნენ, რომ ქუცაში მცხოვრები უსახლკაროები განსაკუთრებულ მიდგომას და მოპყრობას საჭიროებენ და მათი ფოტოგრაფირებით პოპულარობის მოპოვება არაეთიკური საქმიანობაა. BROTHER SHARP 2

გამორჩეული ბოჰემური სტილის მქონე “ელეგანტური ძმა” ხშირად ჩნდებოდა ქალის სამოსში გამოწყობილი. ამბობდნენ, რომ ეს მისი სურვილის ერთგვარი რეალიზაციაა, ყოლოდა ცოლი და ბედნიერი ოჯახი. ჰაეროვან კაბებში გამოწყობილი ის ერთგვარად თავის თავში აქცევდა ოჯახური სიმყუდროვის რეალიზაციას. მოგვიანებით, როცა ის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა დედასთან საცხოვრებლად და სოციალური სამსახურის მეურვეობის ქვეშ გადავიდა, გაირკვა, რომ მისი ფსიქიკა მძიმე ტრავმისგან (ავტოავარიაში გარდაეცვალა ცოლი და მამა) იყო დაზიანებული. ჩინური პრესა ავრცელდებდა ინფორმაციას მისი ორი შვილის არსებობის შესახებაც.

2 thoughts on “ელეგანტური ძმა – ჩინელი უსახლკაროს გამორჩეული სტილი

  1. შეიძლება ეს უკვე გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ. გულის ამაჩუყებელია.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s