დომინანტი ქალების საიდუმლო სამყარო

ქეით პეტერსი ინგლისელი ფოტოგრაფია, რომლის ყველაზე გახმაურებული ფოტოსერია –  “დიახ, ბატონო” სექს ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებს ასახავს. ქეითი ამბობს, რომ მის ინტერესს ყოველთვის წარმოადგენდა ქალის როლი საზოგადოებაში, ამ როლის ცვლილებები ეპოქების მიხედვით და ის, თუ როგორ აისახებოდა ქალის მდგომარეობა მის სექსუალურ ცხოვრებაზე, მის სურვილებზე. 6a0120a5838ad5970c0162ffd8fd28970dსწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიმართა მან დახურულ კლუბებს, რომელში მომუშავე ქალებიც ცალსახა დომინანტები არიან. ქეითის ინტერესთა სფეროს სექს ინდუსტიაში მოღვაწე ის ქალები წარმოადგენენ, რომლებიც მომხმარებელს სადო-მაზოხისტურ კავშირებს სთავაზობენ. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, სწორედ ამ ქალებთან ურთიერთობის შემდეგ მიხვდა ის, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სექსუალური გამოცდილება, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება და რა მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის. 6a0120a5838ad5970c0168e5ceb8a3970c

BDSM კლუბები უკიდურესად დახურული სამყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის მომსახურება ძალიან პოპულარულია როგორც ინგლისში, ასევე გერმანიასა და რუსეთში, გარე პირი იქ როგორც წესი, ვერ ხვდება. ინგლისელები ამ ტიპის კლუბების არსებობას ხშირად “ინგლისის ბინძურ საიდუმლოსაც” კი უწოდებენ. BDSM კავშირებს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მაგალითად ბრიტანეთში გართობის ეს ფორმა უკვე მეთოთხმეტე საუკუნიდან ისტორიულად ფიქსირდება. 6a0120a5838ad5970c0168e5ceb84e970c

ბნელი ოთახები, საავადმყოფოს პალატების იმიტაცია თუ საკლასო ოთახები – გათვლილია იმ ტიპის მომხმარებელზე, რომელიც სიამოვნებით იღებს მორჩილი პატარა ბიჭის როლს. თავად სექს მუშაკები კი ამბობენ, რომ მათი სამუშაო გაცილებით დელიკატურია, თავიანთ კოლეგებთან შედარებით, ვინაიდან მათ უწევთ ოქროს შუალედის დაცვა ტკივილსა და სიამოვნებას, ბრძანებასა და მორჩილებას, მომსახურებასა და მმართველობას შორის.

6a0120a5838ad5970c016760cd5af6970bქეითი ამბობს, რომ ქალები, რომლებიც BDSM  სექსით არიან დაკავებულები, როგორც წესი, თავიანთი სამუშაოს დასრულების შემდეგაც ინარჩუნებენ დომინანტურ როლს საზოგადოებასა და ოჯახში.Mistress C Yes, Mistress - Scarlet Yes, Mistress - V Yes, Mistress - Goddess Sophia Yes, Mistress - Dungeon Yes, Mistress - Dungeon Yes, Mistress - boy

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s