არტ-ინსტალაცია “სუიციდი”

ქიტო ჩხაიძემ და შაკო ნიკვამ სუიციდის თემაზე არტ ინსტალაცია შექმნეს, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობის რამდენიმე ინციდენტითაა ინსპირირებული. პროექტის ფარგლებში თაბაშირის სკულპტურები თბილისის ცენტრალუს უბნებში ხეებზე ჩამოკიდეს. პროექტის შესახებ შექმნილ ვიდეო რგოლს თინათინ შურღაიას სპეციალურად “სუიციდისთვის” შექმნილი მუსიკა ადევს. 

1551667_10200651952776247_870924175_nქიტო ჩხაიძე, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, სწორედ გერმანიიდან ადევნებდა თვალს თბილისური თვითმკვლელობების შემთხვევებს. ” სტუმრად იყო ჩემთან ჩემი მეგობარი, შაკო ნიკვა და შევთავაზე, ასეთი ინსტალაციის გაკეთება. შაკო სიამოვნებით დამთანხმდა და დაციწყეთ გამოძიება. საბოლოოდ მივხვდით, რომ ეს ადამიანები დემონსტაციულად იყენებდნენ საკუთარ სხეულს ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ყველა სუიციდი რაღაც მესიჯს გვაძლევს და გვინდოდა, რომ ისინი არა მარტო ტყეებში, სარდაფესა და ოთახებში დარჩენილიყვნენ, არამედ ხალხსაც ენახა და გაეცნობიერებინა, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს აგრესიამ, დიალოგის არქონამ მშობლებთან. გვინდოდა, რომ ცოტა ვიზუალით გამოგვეცოცხლებინა ხალხი. “

საზოგადოება ქუჩაში განთავსებულ სკუპლტურებს განსხვავებული რეაქციებით შეხვდა. მათი ერთი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულების გამო სკუპლტურები ხეებიდან ჩამოხსნეს. ქიტო კი ამბობს, რომ ინსტალაციამ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა: თბილისში მცხოვრებლებს დიდად არ უყვართ ქუჩებში ფეხით სიარული, ისინი კი, ვინც ფეხით დადის, ძირითადად თავდახრილია, ზემოთ იშვიათად იყურება. სწორედ ამის გამო სუიციდის თემაზე შექმნილი არტი საკმაოდ ბევრის მიერ შეუმჩნეველი დარჩა.

One thought on “არტ-ინსტალაცია “სუიციდი”

  1. ძალიან მომეწონა, ერთი მხრივ მეც შევწუხდებოდი უცბად ჩემს ზემოთ ჩამომხრჩვაჺი თაბაშირის კაცი რომ მენახა, მაგარამ მეორე მხრივ ხალხს ეს სჭირდებოდა.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s