64 წლის ჟანეტ მიურეი-ვაკელინიმ და მისმა 68 წლის მეუღლემ, ალან მიურეიმ 2013 წელს მათი ასაკისთვის საკმაოდ გაბედული და რთული მისია აიღეს საკუთარ თავზე. წყვილმა კიბოს საწინააღმდეგო მარათონი წამოიწყო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიის გარშემო შემოვლას გულისხმობდა. მარათონი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით მოეწყო და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას გულისხმობდა როგორც აქტიური სპორტული ცხოვრობით, ასევე ჯანსაღი კვებით. ამბიციური პროექტი წარმატებით განხორციელდა. მიუხედავად უამინდობისა, ნატკენი ფეხებისა, ხასიათის ცვალებადობისა, დაღლილობისა და სხვა პრობლემებისა, წყვილმა 365 დღიდან არც ერთი დღე არ გამოტოვეს, ჯამში 10 000 მილზე მეტი გაირბინეს და 2014 წელს მელბურნში შეხვდნენ ოჯახის წევრებთან ერთად. მარათონი რეკორდულია მისი ხანგრძლივობისა და დაფარული მანძილის მხრივ.
ჟანეტი და ალენი წარმოშობით ახალი ზელანდიიდან არიან, თუმცა ცხოვრების უმეტესობა სწორედ ავსტრალიაში, მელბურნში აქვთ გატარებული, სადაც ამჟამად ვაჟთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობენ. მარათონი მათთვის პირველი ექსტრემალური თავგადასავალი არ არის. წყვილის ანგარიშზე ერთად გატარებულ 43 წელთან ერთად არაერთი სახიფათო სამოგზაურო თავგადასავალია, მათ შორის ველურ ბუნებაში. მათი საქმიანობის ძირითადი იდეა ყოველთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ეკოლოგიურ საკითხებზე ყურადღების მიქცევა და მწვანე იდეოლოგიის გატარება იყო.