პორტობელო ჩორიზოთი

სოკოს მოყვარულთათვის განკუთვნილი კერძი, რომელიც მზადდება პორტობელოთი, იგივე შამპინიონით, Foodography-სგან.

 

500 გრ პორტობელო
100 გრ ჩორიზო
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
3 ს.კ საფანელი
1.5 ს.კ ზეითუნის ზეთი+
1.5 ს.კ ბალზამირებული ძმარი
30 გრ კარაქი
100 გრ გახეხილი გაუდა ან ემენტალი
მარილი
პილპილი
ზეითუნის ზეთი

1497951_717227531628614_318422754_o
მომზადება:
გარეცხეთ სოკო, მოაცალეთ ფეხი, ქუდები შეაშრეთ სამზარეულოს ქაღალდზე. გააცხელეთ ტაფა, დაადნეთ კარაქი, როდესაც აქაფდება ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, შუშეთ რამდენიმე წუთი, დაუმატეთ დაჭრილი ჩორიზო, შემდეგ წვრილად დაჭრილი ფეხი. ბოლოს დაუმატეთ საფანელი, მარილი და პილპილი, მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ცეცხლგამძლე ფორმას მოასხით ზეითუნის ზეთი, დააწყვეთ სოკოს ქუდები, მოასხით ზეითუნის ზეთისა და ძმრის სოუსი, მოაყარეთ ცოტა მარილი. ხახვიანი მასა გაანაწილეთ ქუდებზე, მოაყარეთ ყველი და შედგით ღუმელში 20-30 წუთი

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s