ანონიმი ქალები – ფარდის უკან

ჩიკაგოში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა,  ფეთი კეროლმა შექმნა სერია ქალების მონაწილეობით, სადაც თითოეული სუბიექტი სხვადასხვა ქსოვილითაა დაფარული. “ანონიმი ქალების” ამ ფორმით ფოტოგრაფირების იდეა მას იმ რეალობამ შთააგონა, სადაც ხშირად უჩინარი რჩება ის, ვინც ფარდის უკანაა. სერიის იდეა ფეთის ერაყის კონფლიქტის დროს გაუჩნდა, როცა არაერთი ქალი გახდა ძალადობისა და ტრაგედიების მსხვერპლი. 004ფოტოგრაფი მიხვდა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების და პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა ყოველთვის არსებობს მეორე ომი, რომელშიც ქალები არიან ჩაბმულები.  შინაგანი კონფლიქტები, საკუთარი სურვილების და შესაძლებლობების ჰარმონიზაციის მცდელობები,  ოჯახური ძალადობის პრეცედენტები და ქალის, როგორც სრულუფლებიან ადამიანად აღიარებისთვის საჭირო ძალისხმევა თითოეულისთვის, ვისთვისაც საკუთარი სქესი ერთგვარ ბარიერად იქცევა, ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. 058

შესაბამისად, ქალებს აუცილებლად ჭირდებათ ადგილი, სადაც ისინი მშვიდად და დაცულად იგრძნობენ თავს, საკუთარი ოთახი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ოთახი და სახლი ერთგვარი საფრთხის შემცველიცაა, ვინაიდან იზოლაციის შემთხვევაში თავშესაფარი შეიძლება ციხედ იქცეს.

009 (1)არაერთი ქალი სხვადასხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ზემოქმედებით პოულობს თავის მთავარ როლს ოჯახურ საქმეებში ჩაკარგული დიასახლისის ამპლუაში, რომელიც უვლის გარშემომყოფებს, ქმნის ქაოსისგან წესრიგს და თვითონ სრულიად შეუმჩნევლად ცხოვრობს,  ისე, რომ არავინ ინტერესდება მისით.

013

ჩიკაგოელი ფოტოგრაფის ეს სერიაც სწორედ ამ ქალებზეა, რომლებიც ადვილად ამბობენ უარს თავიანთ ინდივიდზე და ფარდის უკან, შეუმჩნევლად ატარებენ ცხოვრებას.

draped03 draped10 draped12 draped18

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s