ნამიბიაში გაზრდილი ფრანგი გოგონა

ფრანგი გოგონა ტიპი, რომელიც საშიში მტაცებელი ცხოველების გარემოცვაში თავს ისევე მშვიდად და ბუნებრივად გრძნობს, როგორც მაუგლი ჩვენი ბავშვობის საყვარელი ისტორიიდან, დაბადებიდან აფრიკაში იზრდება. ტიპის მშობლები, რომლებიც ფოტოგრაფები არიან, გოგონას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გადასახლდნენ ნამიბიაში. სწორედ აქ დამეგობრდა ტიპი ლომებთან, ვეფხვებთან, სპილოებთან და ზებრებთან. 

16ტიპის მშობლებმა  გოგონას ველურ ბუნებასთან სიახლოვეში გაზრდის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ ამ გზით ის უფრო თავისუფალი და ბედნიერი გაიზრდებოდა, ვიდრე სოციალურ წნეხში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების სტრესულ გარემოში. 06

“ჩვენ კარავში ვცხოვრობდით, სრულიად ველურ ბუნებაში. ტიპი მზის ამოსვლასთან ერთად იღვიძებდა და ბედნიერი იყო, რომ გვერდით მეგობრები და მშობლები ყავდა. სანამ პატარა იყო, ყოველი დღე იმის გარკვევით იწყებოდა, მოიპარა თუ არა მაიმუნმა მისი რძის ბოთლი. უფრო მოგვიანებით დღეში რამდენჯერმე მეძახდა იმისთვის, რომ ერთად გამოგვეკვება სპილო მცენარეებით. გარდა ცხოველებისა, ტიპი გადასარევად მეგობრობდა აბორიგენებთან. აფრიკელებს უყვართ სტუმარი. განსაკუთრებით თეთრკანიანი ბავშვები. ბოლოს 2006 წელს დავბრუნდით იქ, სადაც ტიპი გაიზარდა და ყველა, ადამიანებიც და ცხოველებიც უჩვეულოდ გულთბილად შეხვხვდნენ.” – ყვება გოგონას დედა. 01

ტიპის აფრიკული თავგადასავლის შესახებ წიგნიც არსებობს. გოგონა აფრიკის შემდეგ მადაგასკარში ცხოვრობდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში საფრანგეთში საცხოვრებლად. პარიზში დაბრუნებისას ტიპი 10 წლის იყო. როგორც მისი მშობლები იხსენებენ, მას ძალიან გაუჭირდა ქალაქური ცხოვრების წესზე გადასვლა. პირველ ეტაპზე ენატრებოდა მეგობარი ცხოველები.121

ტიპი, რომლის წიგნად გამოცემული ისტორიაც მრავალ ენაზე ითარგმნა და ბესთსელერად იქცა, ახლა უკვე დიდი გოგოა, პარიზში ცხოვრობს და სორბონის უნივერსტეტში კინემატოგრაფიას სწავლობს.

article-2337418-1A31F1B2000005DC-64_964x580 article-2337418-1A31F1E9000005DC-781_964x633 article-2337418-1A31F02E000005DC-546_964x627 article-2337418-1A31F198000005DC-440_964x657 02 07 08

2 thoughts on “ნამიბიაში გაზრდილი ფრანგი გოგონა

  1. Pingback: იანვრის პოპულარული საკითხავები | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s