2013 წლის საპროტესტო გზავნილები

საპროტესტო აქცია, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმა, ადვილად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. აქციების გზავნილები როგორც წესი ნათელ სურათს ხატავენ საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. გთავაზობთ გასული ერთი წლის განმავლობაში თბილისში გამართული აქციებიდან ყველაზე დასამახსოვრებელ ტრანსფარანტებს და კადრებს.

  • აქცია მშრომელთა უფლებების დასაცავად. 1 მაისი. თსუ. აქცია, რომელიც “ლაბორატორია 1918”-ის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაინაცვლა, სტუდენტებთან ერთად ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფიც შეუერთდა. photo
  • შეწყვიტეთ თვალთვალი . 4 მაისი. პარლამენტის ყოფილი შენობა.  აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ფარული ჩანაწერების არსებობის და გავრცელების ფაქტებს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დამრღვევ ქმედებას.
  • 428720_516550815075584_1613161926_n  17 მაისის აქცია – ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა ძალის გამოყენებით დაწყებამდე დაშალეს.  get_img
  • არა თეოკრატიას. 25 მაისი. დედაენის პარკი. რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა 17 მა­ი­სის ძა­ლა­დო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და ვი­დე­ო­კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დას­ჯა მო­ითხო­ვა.

    ფოტო - რუსუდან ცისკარელი

    ფოტო – რუსუდან ცისკარელი

  • დაიცავი შენი ხელმოწერა – 18 ივნისი. ეკა ბესელიას განცხადებით (პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შესული პეტიცია, რომელსაც 12 000 ხელმომწერი ჰყავს ყალბია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ბესელიას დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი. 931156_382271905216682_320737398_n
  • სოლიდარობა სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს – 27 აგვისტო. კანცელარია. სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა იმ არგუმენტით, რომ ის განუბაჟებელი იყო. მინარეთის მოჭრამ სოფლის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის უთანხმოება გამოიწვია. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს.
    ფოტო - გურამ მურადოვი

    ფოტო – გურამ მურადოვი

    ფოტო - გურამ მურადოვი

    ფოტო – გურამ მურადოვი

  • აქცია – შეიფარე დღეს. 18 ოქტომბერი.   უსახლკარო ადამიანების მხარდასაჭერად გამართული აქცია საკრებულოსთან.

usaxlkaroebis aqcia _feministebi

  • ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს. 31 ივლისი. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.  აქციის მიზეზად იქცა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპერტიზის ბიურო გასცემს „ქალიშვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს“. როგორც ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ქალის ღირსებისა თუ პატიოსნების განმსაზღვრელად, რადგან ის თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას – იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში.qalishvilobis aqcia- feministebi
  • აქცია კუს ტბის ასასვლელთან – 29 ივლისი. “პარტიზანული მებაღეების” წარმომადგებლებისა და მოქალაქეების აქცია  კუს ტბის ასასვლელთან. ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე ხეების ამოთხრასა და იქ რესტორნის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
    1000209_557432820987383_939128486_n
  • ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია. 1507893_10200314635348874_127067988_n1491738_479165198859718_541305990_n

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s