ვეძათხევი – მარტო სიკვდილის პირისპირ

სოფელ ვეძათხევში, რომელიც დუშეთის რაიონში, ანანურიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს,  11 ოჯახი  უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. არ არსებობს სოფლამდე მისასვლელი  სამანქანე გზა;  ტერიტორია, რომელზეც დასახლებაა გაშენებული გეოლოგიური დასკვნის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია;  ბოლო სამი წლის განმავლობაში მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახლები, რომელსაც აქ  შეხვდებით თითქმის ან მთლიანად დანგრეულია  არამყარ ქანებზე სტიქიის ზეწოლის შედეგად. აქაურებმა ქვითკირით ნაგები სახლების ნანგრევებიდან  სახელდახელოდ აშენებულ თუნუქისა და ხის ნაგებობებში გადაინაცვლეს. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას და მათთვის სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ. _DSC4992სოფელში  დაზიანებულია ელექტროენერგიის ხაზები, წყლის მილები, არ დადის ფოსტა. საკვები პროდუქტების მიტანა  მხოლოდ ვირის დახმარებითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ადგილობრივები იძულებულები არიან უამინდო ზამთრის გადასატანად ადრეულ შემოდგომაზე მოიმარაგონ გაზაფხულამდე საკმარისი საკვები, რაც უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფთათვის ორმაგად რთულია.

_DSC4935აქაურების ერთადერთი საარსებო წყარო პენსია ან მეურნეობაა, რომელიც  სიმწირის გამო მხოლოდ ოჯახის წევრების საკვებად თუ გამოდგება. ბაზარზე გატანა  და ამით დამატებითუ შემოსავლის მიღება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სოციალური დახმარება, რომელსაც რამდენიმე მაცხოვრებელი იღებდა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებულია. _DSC4997

სოფლელში მცხოვრები ორი ბავშვი,

14 წლის არმაზ და 16 წლის გიორგი არდოტელები რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ანანურის სკოლაში სწავლობენ.

გზისა და კომუნიკაციის დეფიციტი ადგილობრივებისთვის არაერთხელ გამხდარა ფატალური ტრაგედიის მიზანი.

_DSC4965

2008 წლის მაისში 20 წლის ლევან გოგოჭური გარდაიცვალა გაციების გამო. ავადმყოფის გადასარჩენად სასწრაფო სოფელში ვერ ავიდა.

2011 წლის სექტემბერში თამუნა ფროდიაშვილი სამშობიარო ტკივილების დაწყებისთანავე თანასოფლელებმა მეზობელ სოფელში ხელით წაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

2012 წლის მაისში წყალდიდობამ 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2012 წლის ზამთარში 72 წლის მზია მურღუევი გარდაიცვალა ფილტვების დაავადებით, რომელიც კეთილმოუწყობელ და ცივ მიწურში წლობით ცხოვრების შემდეგ გაუჩნდა. მისი მეუღლე გიორგი ზვიადაური ამბობს, რომ მიწური თავისი ხელით ააშენა მას შემდეგ, რაც მეწყრმა ქვით ნაგები ორსართულიანი სახლი დაუნგრია. გიორგი დღემდე თავის აგებულ ქოხში ცხოვრობს, რომლის გათბობაც ფაქტობრივად შეუძლებელია.


_DSC4903 _DSC4932 _DSC4969 _DSC4986 _DSC5009 _DSC5000 _DSC4988

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s